Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ქატოს პოპულარული დიეტა გახდომისა და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის


ქატოს, ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღების კუთხით, უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, მიკროელემენტებს, კერძოდ კალიუმს, B ჯგუფის ვიტამინებსა და კუჭ–ნაწლავზე და პერისტალტიკაზე სასრგებლო ზემოქმედებას ახდენს. როგორც აღმოჩნდა, ქატოს გახდომის მიზნითაც იყენებენ.

ქატოს დიეტა სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ზემოთ დასახელებული სასარგებლო ნივთიერებებისგან არ მოხდება ორგანიზმის გამოფიტვა.

გასახდომი ქატო უნდა მივიღოთ დღეში 3–ჯერ , 1 სუფრის კოვზი, და უნდა დააყოლოთ1–2 ჭიქა წყალი . სამი საათის განმავლობაში ქატოს მიღებიდან არაფრის ჭამა მიზანშეწონილი არაა და დღიური რაციონი 1200–დან 1300 კკალორიამდე უნდა შემცირდეს. შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი და უცხიმო რძის პროდუქტები. დიეტის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა. დღესდღეობით ქატოს დიეტას დადებითი გამოხმაურებები ახლავს.

შესაძლებელია გამოსასვლელ დღეს ქატოს განტვირთვის მოწყობაც.ამისათვის სამჯერ დღში უნდა მიირთვათ 2 კოვზი ქატო 1 ჭიქა წყალთან ერთად და 1,5 ლიტრი კეფირი დღის განმავლობაში. ასეთი კვება გაააქტიურებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას და უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ, ხოლო მსგავსი განტირთვა, მხოლოდ 10 დღეში ერთხელ, და გვახსოვდეს: ორგანიზმის შესაძლებლობებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ!!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

otononka (40)
am dietit ramdens daikleb ati dgis ganmavlobashi
#1, 01.05.2012 - 19:35
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.