Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

მეხსიერებიდან ვშლი ცუდს , კარგს ვამუქებ და ამის მიხედვით უფრო მიადვილდება წარსულის ატანა..

ხანდახან პატარა ბავშვივით ვარ, გრძნობას და ფიქრებს საგულდაგულოდ ვმალავ და ჩემივე სიტყვებში ჩემს თავს ვყიდი..

ვცდილობ ადამიანების მიმართ არ ვიყო კრიტიკული, ვაფასებ მათ იმის მიხედვით, რაც საქციელით და საუბრით დაიმსახურეს..ვცდილობ არ ვუთხრა დამსახურებულზე მეტი...
...
...
მეხსიერებიდან ვშლი ცუდს , კარგს ვამუქებ და ამის მიხედვით უფრო მიადვილდება წარსულის ატანა..

როცა აღარც წინ შემიძლია წასვლა და აღარც უკან, უბრალოდ ვჩერდები და დინებას მივყვები, ამასთან შეგუება ყოველთვის მიჭირს ხოლმე..არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც დინების საპირსპიროდ ცურვა არ შეუძლია, არასოდეს არაფერს ვეგუები (ან ყველანაირად ვცდილობ არ შევეგუო) რაც არ მომწონს და ხელახალი ძალებით ათასმეერთედაც შემიძლია ვცადო..თუ მაინც არ გამიმართლა , გზას დაგილოცავთ და დაგითმობთ ასპარეზსაც და დაფნის გვირგვინებსაც..

მაინტერესებს რას ფიქრობს სხვა ჩემზე,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს იმას გავაკეთებ რასაც ჩემგან ელიან.. უბრალოდ ეს მეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში..

არასოდეს გადაგამეტებთ თავს.. ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ, მაგრამ ყველას გამოყენება საჭირო არ არის.. არასოდეს გამოვიყენებ ჩემთვის მონიჭებულ უფლებას ბოროტად..ვინაიდან და რადგანაც გაცნობიერებული მაქვს რომ „მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან“ და მე შენზე მეტი ვერ ვიქნები, ისევე როგორც შენ ჩემზე..

მაღიზიანებს „ბოროტი ხუმრობები“, რომლითაც ვინმეს ნაკლზე ხაზის გასმას ცდილობენ.. მიჩნდება ასეთი ადამიანების დაცვის სურვილი, თუნდაც ამის მერე მე მასთან ერთად ვიყო გაკრიტიკებული..

 სიყვარულს ვაფასებ, როგორც არამიწიერ, არაამქვეყნიურ გრძნობას..მას შეუძლია მაქციოს მე ისეთად, როგორიც არასოდეს არავისთან ვიქნებოდი.. მაღიზიანებს თამაში,რადგანაც მე არასოდეს ვთამაშობ და თუ არ ვარ ის, ვისაც ელოდი, ვისაც ნატრობდი, მაპატიე, რომ არ ვარ ხელოვნური, ისეთი, როგორიც თურმე გეგონა.. შეგიძლია უბრალოდ დამემშვიდობო, რამდენადაც , არ ვარ ის, რომელიც მთელს ცხოვრებას დაგიცდის..

არ ვიხედები უკან იმისათვის, რომ გადავწყვიტო წინ რას გავაკეთებ.. უბრალოდ ვმოქმედებ და თუ ჩემ საქმეში ჩარევას გადაწყვეტთ, მაშინ ჩემს იმ თვისებებს, რომელსაც ყოველთვის უკანა პლანზე ვწევ ჩემი ხასიათის გამოვლენისას.. )) დასკვნა გამომაქვს იმ ფაქტების მიხედვით რომელსაც ვხედავ, და თუ რამე შეცდომით დავინახე და „ეს ის არ არის, რაც მე მგონია“ , შეგიძლიათ ამიხსნათ, და გპირდებით თუ მთლად სწორად ვერ გავიგებ, ამას მთელი გულით შევეცდები.. ))

...
L u ~
...
p.s.  ეს ჩანაწერი საარჩევნო გამოსვლად არ ჩამითვალოთ,არ ვარ არცერთი პარტიის წარმომადგენელი:))))))))
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 15  |  negative votes: 0

Write comment:

xatuleba (37)
როცა აღარც წინ შემიძლია წასვლა და აღარც უკან, უბრალოდ ვჩერდები და დინებას მივყვები, ამასთან შეგუება ყოველთვის მიჭირს ხოლმე..
#5, 13.08.2012 - 00:03
megr (33)
წარსულის ატანა..
#4, 06.05.2012 - 19:59
vladimer (41)
ნაყინი მიყიდე
#3, 06.05.2012 - 16:52
agni121 (39)
ვცდილობ ადამიანების მიმართ არ ვიყო კრიტიკული, ვაფასებ მათ იმის მიხედვით, რაც საქციელით და საუბრით დაიმსახურეს..
#2, 04.05.2012 - 22:32
მაინტერესებს რას ფიქრობს სხვა ჩემზე,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს იმას გავაკეთებ რასაც ჩემგან ელიან.. უბრალოდ ეს მეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში..
04.05.2012 - 22:33
არასოდეს გადაგამეტებთ თავს.. ადამიანებს ბევრი რამის უფლება აქვთ, მაგრამ ყველას გამოყენება საჭირო არ არის.. არასოდეს გამოვიყენებ ჩემთვის მონიჭებულ უფლებას ბოროტად..ვინაიდან და რადგანაც გაცნობიერებული მაქვს რომ „მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან“ და მე შენზე მეტი ვერ ვიქნები, ისევე როგორც შენ ჩემზე..
#1, 04.05.2012 - 21:51
მაღიზიანებს „ბოროტი ხუმრობები“, რომლითაც ვინმეს ნაკლზე ხაზის გასმას ცდილობენ.. მიჩნდება ასეთი ადამიანების დაცვის სურვილი, თუნდაც ამის მერე მე მასთან ერთად ვიყო გაკრიტიკებული..
04.05.2012 - 21:54
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.