Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tika2288 blog

ორკაპიკიანები საცოდავი ღიმილით დაეშვნენ მიწაზე..

ხელისგულზე ორკაპიკიანი კრთის..ასკინკილით მიუყვები ქუჩას..სულ ცოტაც და ჩემ სამყაროში შენი ხმა გაიღვიძებს..ნეტა იცოდე როგორ ვაგროვებ ორკაპიკიანებს უმიზეზოდ უჯავრდები ყველას,მერე საღამოც მოდის..
"ნეტა თუ მიხდება კიკინები?ვფიქრობ და მაგაზიის ვიტრინაში ვითვალიერებ თავს..რა სულელი ვარ,მე ხომ მხოლოდ უნდა დავრეკო..მახსენდება ჩვენი საუბრები:"რა ლამაზი ხარ, მე შენ გხედავ"...მას შემდეგ დამჩემდა საკუთარ თავზე ასე ზრუნვა..
დღეს რატომღაც გადაუხვიე ნაცნობი გზიდან,ჯერ ნაყინი ვჭამე...ვრეკავ....არავინ იღებს...ალბათ ჯერ არ მოსულა თავს ვიმხნევებ..
იქვე პარკში ჩამოვჯექი და ხეებშეფარებულ წყვილებს ვათვალიერებ და ტკივილამდე ვფიქრობ შენზე და ჩემზე...
......."გინდა მთელი ხმით ვიყვირებ რომ მიყვარხარ...მეღიმება...მაგრამ უცებ ტრიალდება დღე..ეს ხმა ეს ხმა...შემოვბრუნდი ვიღაც მაღალ გამხდარ გოგოსთან ერთად ზიხარ ლამაზი გოგოა შენც ბედნიერად იღიმები..ეხლა მთავარია მოვერიო თავს...
....."გოგონა ორკაპიკიანი ხომ არ გაქვთ?"დამიძახა ჩვენმა სიყვარულმა,თქვენთან მოვედი და ხელისგული გავშალე... "მე მხოლოდ...." "აიღეთ,..აიღეთ..დაგჭირდებათ..ხელი ავიქნიე "ორკაპიკიანები საცოდავი ღიმილით დაეშვნენ მიწაზე...
გავიქეცი..შენი ხმა გაბმული ექოსავით ჩამესმოდა მხოლოდ..."ანა..ეს ყველაფერი სიგიჟეა..მე შენ მიყვარხარ..ანა...ჩემო ანა....."
სახლში მისული უღონოდ დავეშვი საწოლზე..რაღაც გაკრთა და გათბა ხელისგულიზე..ორკაპიკიანი ფიქრივით სველი იყო..
ფანჯარა გამოვაღე...სადარბაზოსთან, ტელეფონის ჯიხურთან ვიღაც ბიჭი იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა.."ბიჭი...ბიჭი..." ამომხედა.."ორკაპიკიანს ხომ არ ეძებთ?"...გამიღიმა..თავი დამიქნია..
......ორკაპიკიანი ცრემლივით მოსწყდა ხელისგულს.......

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

aMIRZAde (46)
ჰო , თუნდაც ამის დამწერს...და კიდევ რა ვერ გავიგე, აი ის რომ გოგონა 2 კაპიკიანები ხომ არ გაქვსო, თუ სხვას ესაუბრება ორკაპიკიანი რაღად უნდოდა თუ არა დასარეკად...
#2, 05.05.2012 - 03:13
karagd tu caikitxvavt gaigebt
05.05.2012 - 20:14
aMIRZAde (46)
იქნებ ის მარალი გამხდარი გოგო მისი მეგობარი იყო და შენზე ესაუბრებოდა?))
#1, 05.05.2012 - 01:07
ahaa 189..romeligac cels daicera es ragac ase rom
05.05.2012 - 02:52
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.