Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ურჩიოთ რამე!!

ურჩიოთ რამე!!

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,

გვირილა კანჭებზე გაკოცებს,ღმერთმანი შეგრცხვება და მე ვერ დაგიცავ.

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,ვერ ხედავ?მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის,

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,ნიავი აგირევს,ფიქრს აგიცანცარებს,

რა ვნებიანია თან ქარი მაისში არ იცი მაგრამ,მე ხომ ვიცი რაც არის.

ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე,იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,

თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა,რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.