Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tika2288 blog

.მოგონებები მტვრიანები ფეხსაცმლებით განაგრძობენ ბოდიალს..

გეტლიკინები..გეტლიკინები..დრო ვეღარ ითვლის წუთებს..ღამის წყვდიადში ჩაკარგული სიტყვები...შავი სიტყვები თეთრ ფურცლებზე..აღსარებად ნათქვამი მთელი ცხოვრება შენს სიჩუმეში დაკარგული..მოგონებებად წამოვიდა წვიმა და თითოეული წვეთის შეხებამ საოცარი ტკივილი მომაყენა..ცრემლები ისევ დაეშვნენ ნაცნობი ბილიკებიდან..ალბათ გრძნობდი ჩემს ემოციას მაშინ..ზოგჯერ სიჩუმე ისე ხმაურობს,რომ მსურს გავიქცე ამ სიჩუმისგან..

...უცნობო,მე შენზე არაფერი ვიცი,გარდა იმისა რომ სადღაც გაბმულ ექოს მიღმა ჩამესმის შენი ამოსუნთქვა..ფიქრი თუ ჩანაფიქრი..თითქოს უშველებელი მთები მეფარება რომ კარგად დაგინახო და გიგრძნო..საოცარია..საოცარი კი იმიტომაა რომ ყოველი წამი ლამაზ სურათად მიეხატება ტილოს...ვგრძნობდი შენს სხეულს...როგორი შორი იყავი და საოცრად თბილი..

.....მას შემდეგ ბევრმა ღამემ განვლო..პირველად შეეჩეხა თვალები თვალებს..სადღაც ღამის სიჩუმეში ჩაკარგული შენს მკერდზე მიხუტებული ვგრძნობდი როგორ მემატებოდა ძალა..ხელისული ჰაერში გავშალე ..პატარა თითები გაუჩინარდნენ შენს ხელებში..

......ცხოვრება ძუნწია ..მალევე დაასრულებს ამ დრამასა თუ კომედიას..დროც გარბის..რა ისრების ბრალია დროს რომ არ სურს შეჩერება..

......ისევ ღამის წყვდიადში ჩაძირული ორი თავისუფალი გული..ტუჩები შეეხო ტუჩებს..დრო გაჩერდა და საუკუნედ გაიწელა..ჩაგეხუტე და ავხედე გაღიმებულ მთვარეს..მინდოდა ეს წამი სამუდამოდ ჩამებეჭდა და შემენახა როგორც სანუკვარი მოგონება..

......ეხლა როგორ ვარ??.....მოგონებები მტვრიანები ფეხსაცმლებით განაგრძობენ ბოდიალს..


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.