Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
agni121 blog

**დროს გადავწევ.... **

f37c3ad87383.png


მგონი თვალი შეგასწარი, როცა
ჩემს სამყაროს მიახატე მთვარე...
მარგალიტად დაგებნიე თურმე,
მე მეგონა ცრემლად დაგეღვარე...
მგონი ხელი შეგაშველე,როცა
ჩემს სამზეოს გადახურე ჭერი...
შენთან ერთად შევუბერე სული,
როცა გულზე დამეყარა მტვერი.
მგონი თვალი გაგაყოლე,როცა
მაცილებდი შენს გაკვალულ გზაზე...
ჩურჩული თუ ხმა შეგიწყვე,როცა
ლოცულობდი ჩვენს საკუთარ ხმაზე..
შენს ნაბიჯებს შევუნაცვლე ჩემი
და წავედით,რომ გვეპოა ფონი..,
საათიც ხომ გავაჩერეთ მაშინ,
როცა გვითხრეს-"ხელმწიფობენ დრონი"!
მე შენს მხარზე ჩამოვაყრდნე ხელი,
შენ ჩემს მზერას დაეყრდენი მზერით...
მომე ხელი და გადავწევ საათს
ჩვენს ერაზე უკან ბევრი ერით...


80f86bd17d19.png80f86bd17d19.png

Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 0

Write comment:

მე შენს მხარზე ჩამოვაყრდნე ხელი,
შენ ჩემს მზერას დაეყრდენი მზერით...
#3, 07.05.2012 - 13:59
megr (33)
მგონი თვალი შეგასწარი, როცა
ჩემს სამყაროს მიახატე მთვარე...
მარგალიტად დაგებნიე თურმე,
მე მეგონა ცრემლად დაგეღვარე...
#2, 06.05.2012 - 21:51
შენს ნაბიჯებს შევუნაცვლე ჩემი
და წავედით,რომ გვეპოვა ფონი..,
#1, 05.05.2012 - 00:55
საათიც ხომ გავაჩერეთ მაშინ,
როცა გვითხრეს-"ხელმწიფობენ დრონი"!
05.05.2012 - 01:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.