Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!

ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ…
ასე აღარ შემიძლია.
როცა შენთან ვარ, ოლკინ, არასდროს ასეთი საქმე არ დამემართება.
მაინც რა სულელურადაა მთელი ჩემი ცხოვრება მოწყობილი.არაფერს იგი არ ჰგავს.
სახსნელი გზა არსადაა,პირდაპირ.ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა!..
ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს?
...
...
დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე…
მაშინ შემიყვარებდნენ.
მე კი ისე პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ… მაგრამ არაფერია,“Мы ещё повоюем”.
შენ ის მითხარი,გიყვარვარ ძველებურად?
მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე,
რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს.შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ?მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ,რისთვის გიყვარვარ…
ყველაფერი, ყველაფერი მომწერე… რას იზამ,ოლკინ, მე რომ მოვკვდე?მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი.
მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ?მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით…
მოკვდა გალონი ძაღლივით.რას იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ?ჩემო ძვირფასო,ერთადერთო მეგობარო,
ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო,ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ…
დეე, ნუ გეყვარები,
მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე.
გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი,
შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი.გალონმა შენ ბევრი გაწყენინა,
მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, – გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ.
სხვა, როგორ იმგზავრე? გზაში ეშმაკობდი, არა?
ოლკინ, ჭკვიანად იყავი და უბრალოდ ნურავის დაენდობი,
ხომ იცი, რა საზიზღარი ქმნილებაა ადამიანი – ზოგიერთი.
შენ იცი, როგორ მოუვლი თავს… გამხდარი და ავადმყოფი არ ჩამოხვიდე ქუთაისში, თვარა,
ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ…მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით..

გალაკტიონი

31 აგვისტო
(1914 წ. ქუთაისი)

პასუხი:
”კარგად დაიხსომე, ოლია შენი სიყვარულით არასდროს დაიღლება.”


Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 0

Write comment:

madlob chemo kargo aseti sainterso blogebisatvis.
#5, 07.05.2012 - 14:05
07.05.2012 - 14:06
ოლკინ, ძვირფასო ოლკინ, უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ…
ასე აღარ შემიძლია.
#4, 05.05.2012 - 22:23
eka------- (39)
ra pasuxi!!!!!!! mokle da konkretuli!!!!!!!!!!!
#3, 05.05.2012 - 13:18
da yovlis momcveli!
05.05.2012 - 15:26
agni121 (39)

ღმერთს გეფიცები, არ ვიცი, რას გიზამ…მწარედ გაგლახავ! ჭინჭრით..
#2, 05.05.2012 - 01:14
ჩემო ძვირფასო,ერთადერთო მეგობარო,
ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო
05.05.2012 - 01:18
მე ვერ წარმომიდგენია, რომ მე და ლოლი ერთმანეთს დავცილდებით როდისმე,
რაღაც ძნელი წარმოსადგენია ეს.შენ როგორ ფიქრობ, ოლკინ?მომწერე, ოლკინ, თუ რანაირად და როგორ გიყვარვარ,რისთვის გიყვარვარ…
#1, 05.05.2012 - 00:58
ოჰ, ნეტავი ეხლა შენთან ვიყო, მე ყველაფერს გეტყოდი…
ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?

რამდენი სითბოა
05.05.2012 - 01:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.