Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aMIRZAde blog

ფსალმუნი 148

მთელი ჩემი ცხოვრება თურმე მხოლოდ “მეგონა“ ყოფილა...
მეგონა რომ ვცხოვრობდი და თურმე მხოლოდ ვსუნთქავდი.
მეგონა ვიყავი თავისუფალი და ბოლოს ვხვდები, რომ არასოდეს ვყოფილვარ თავისუფალი. თავად სიტყვა “თავისუფალი“ იმას ნიშნავს, რომ მე იმას კი არ ვაკეთებ , რაც მე მინდა, არამედ, სწორედ რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მე მინდა. ან სხეულს უნდა. ანუ ვეუფლები ჩემს თავს და ვნებებს.
მე უნდა ვძლევდე ინსტიქტს, ანუ ვაცნობიერებდე რას ვაკეთებ და რა არ უნდა გავაკეთო. ბევრჯერ მიმიღია ის რაც მე არ მეკუთვნოდა მაგრამ არაფრად ჩამიგდია და მითქვამს “ასეთია ცხოვრება“.
ბევრჯერ ვყოფილვარ დიდების ზენიტში და ამაყად მდგომარეს, ვერ თუ არ შემინიშნავს, რამდენ ძალადობად დაჯდა ეს დიდება.
აჰა, დღეს კი ეს დიდება წარსულს ჩაბარდა, მივიწყებას მიეცა, ისე როგორც ჩემი ახალგაზრდობა, ჯანი და სიძლიერე. გავიღვიძე საღათას ძილისგან, მაშინ როცა წიხლი ვიგრძენი გვერდებში, სწორედ იმ მეგობრისგან რომლისგანაც არ მოველოდი. ჩემი ერთგულების ნიშნად წიხლი მომხვდა, დაცინვა და მარტოობა მხვდა წილად. რადგან დღეს ის აღარ ვარ რაც ვიყავი რამოდენიმე წლის წინ. მაშინ მეგობრებიც ბევრი მყავდა და ჩემს ცხოვრებას შენატრობდა მავანნი. ვცხოვრობდი უდარდელად და ჩემს თავს ვუსრულებდი საწადელს. ახლა კი...
მადლობელი ვარ უფალო რათა ამიხილე გონების თვალი. მადლობელი ვარ დღევანდელი დღით, რადგან ახლა ვიგრძენი რაც ვიყავი და რა ვარ ახლა. მიიღე ჩემი ცრემლები, შესაწირად, რადგან ცრემლების მეტი აღარაფერი დამრჩენია.
ვხვდები თურმე რა ვიყავი და რა ვარ ახლა...
ვიყავი გასართობი, სათამაშო, ახლა კი, მობეზრებული, გატეხილი სათამაშო ვარ...იმდენად მობეზრებელი რომ გამვლელ-გამომვლელნი წიხლიც არ იშურებენ ჩემთვის...
დიდება შენ ჩემო, თვალის ამხელელო...მადლობელი ვარ შენი უფალო...

P.S._ რა ჯანდაბა გაყმუებს ამ შუაღამეს და რატომ არ ჩაგიცივდება ხმა? _ბრაზობს ჩემს გვერდით აივანზე გადმომდგარი ქალბატონი ნადია.
_უფალს ადიდებს ქალბატონო ნადია_ ვპასუხობ მე, ძაღლის მაგივრად.
_შენ კიდევ რამდენი გაკლია, საცოდაო..._არ მაკლებს ყურადღებას ჩემი მეზობელი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.