Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

უბრალოდ მომექეცი როგორც ბავშვს

უბრალოდ ...
.უბრალოდ მომექეცი როგორც ბავშვს, შემიყვარე სიგიჟემდე, ბევრი მეფერე,იზრუნე ჩემზე, მაკონტროლე, მასწავლე….ვიცი,რომ ვიჭირვეულებ,გავიბუტები,გავბრაზდები,მაგრამ თუ გამოგივა, არაჩვეულებრივ ქალს გამოზრდი…

ნურასოდეს მომატყუებ….მე ხო არ შეგჭამ სიმართლისთვის…დამიჯერე,რომ ყველაფრის გაგება შემიძლია…მთავარია დროულად მითხრა სიმართლე…

ყოველთვის ყველაფერი მაპატიე…შენ ხომ ჩემზე გაცილებით უფრო ჭკვიანი ხარ…მთელი გულით შემიყვარე და არსად გამიშვა….დამისაკუთრე…როგორც გინდა მოახერხე...ნურაფერს დამაძალებ…ძაღლი არ ვარ,რომ მხოლოდ ინსტინქტებით ვიცხოვრო…მინდა ყოველ წამს ვგრძნობდე შენს სიყვარულს იმიტომ, რომ არ ვაპირებ დროის დახარჯვას ადამიანზე,რომელსაც არ ვეყვარები…ნურასოდეს შეგეპარება ჩემში ეჭვი….თუ ყველაფერს სწორად აკეთებ,მე შენი მოტყუება არასოდეს დამჭირდება…იყავი ჩემთან ის,ვინც ხარ სინამდვილეში…მე ყველანაირს მოგერგები...თუ თავს სხვანაირად მომაჩვენებ, ეგ დაგღუპავს…მაგას აუცილებლად ვიგრძნობ… შენ მაგას ვერ გაიგებ,სანამ არ გაგანადგურებ…მინდა ,რომ შენთვის ძვირფასი ვიყო და ჩემი დაკარგვის გეშინოდეს…მე ხომ წასასვლელი ყოველთვის მექნება…ნუ მიღალატებ…როგორც ქალს… დამშორდი და წადი ვისთანაც გინდა…სანამ ჩემთან ხარ,მაგას ნუ გააკეთებ…მე დაგიჯერებ საკუთარ თავზე მეტად,მაგრამ ეგ თუ გავიგე,წავალ…..გაპატიებ და უბრალოდ წავალ…გაპატიებ და უბრალოდ დავივწყებ…ღალატსაც და შენც….და გპირდები,რომ ვეღარასოდეს ვეღარაფერი გამახსენებს შენს თავს….

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

babuna (35)
გპირდები,რომ ვეღარასოდეს ვეღარაფერი გამახსენებს შენს თავს….
#1, 05.05.2012 - 12:48
05.05.2012 - 23:28
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.