Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ბედნიერებავ არ დამეკარგო,გთხოვ გევედრები არსად გაფრინდე.............

ლამაზ წუთებმა კარი გააღო და შემოუშვა გულში სინათლე,
ბედნიერებავ არ დამეკარგო,გთხოვ გევედრები არსად გაფრინდე,
დღეს როგორც იქნა მართლა ვიღიმი,სევდა დავტოვე იმ ბნელ კუნჭულში,
სადაც წარსული შავ ფერებშია,ახლა არ მინდა მე იმ ჯურღმულში.
დღეს როგორც იქნა გულში ინათა,სითბომ გაალღვო წლების ყინული,
ნუ მიმატოვებ ახლა უფალო,ნუ დამაბრუნებ ამ გზას მისული.
ია ვარდებით ბილიკს ვაშენებ,ნელა ავყვები ყველა საფეხურს
იცი ტკივილი გადამავიწყდა,ცრემლით ვასველებ ყველა ნაფეხურს.
ამ აღმართზეა ჩემი სამოთხე,ჩემი სიმშვიდე ის სიხარული,
აქამდე რაც მე არ მღირსებია,წლებმა მატარა სულ სინანულით,
ახლა გამქრალან მუქი ფერები,ცაზე იისფერ ღრუბლებს დავხატავ,
მასზე ძვირფასო მხოლოდ შენ სახელს და შენს ხატებას გრძნობით ჩავხატავ.
ბედნიერია ჩემი თვალები,გული გლოცავს და შენს თავს იფერებს,
გაგიკვირდება,მაგრამ ის გედი,ახლა ამ ღამით ჩვენთვის იმღერებს,
მთვარე ნაკადულს ზღაპარს უყვება,შეხვედრის ადგილს რომ დაანათებს,
გთხოვ დამელოდე თუკი გიყვარვარ და არ იფიქრო დაიგვიანებს.
აი მოვედი მაგრამ ამ ხიდზე,სულ სხვა წყვილია ჩახუტებული,
უცებ შევცბი და თავი დავხარე,ვერ გავინძერი გაშეშებული,
მაინც მეგონა რომ მიმატოვე და არასოდეს არ გყვარებივარ,
მაგრამ მოვბრუნდი და დაგინახე,შენ იქ იდექი საოცარი ხარ.
ჩემს ცხოვრებაში მინდა ეს წამი გადავაქციო ახლა ცხოვრებად,
ვეთაყვანები მარტო იმ ბილიკს,რომელსაც გავშლი ყველა ოცნებად,

ახლა ჩემი მზე მინდა შენ იყო,ის აღმაფრენა,დიდი იმედი
რომ დავეშვები დედამიწაზე,აქაც ვიცხოვრო შენზე ფიქრებით

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.