Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megi- blog
ჩემი მოლანდება მოდი ჩაიბარე,
შენთვის მომიძღვნია სევდის აგონია,
ქვეყნად სიცოცხლისთვის რაკი დავიბადე,
სიკვდილმა მიკითხოს? _ რაღაც არ მგონია.

ჩამოიფანტება ლექსების გვირგვინი,
ეს ჩემი სიცოცხლე გლოვის სიმფონია,
კარზე მიკაკუნებს შეშლილი სიკვდილი,
სტუმარი მივიღო? _ გზასაც მიჰყოლია.

ცაზე გაიელვებს, მერე კი ბინდდება,
ნანატრ სიყვარულსაც დარდები ჰქონია,
მე სიცოცხლეს ვუმღერ, სიკვდილი გიჟდება,
ძალით წამიყვანოს? _ არც ასე მგონია.

ეს სული სევდაზე მაინც ამღერდება,
საფიქრის კარი გრძნობებს გაუღია,
როდესაც აშუღის გული დაბერდება,
მშიშარა სიცოცხლე _ ეშმაკს წაუღია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline megi- (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.