Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

მზე ჩემშია

„მთელი სამყარო ახლა ჩემშია
და ერთი ციდა მზე დამყავს გულით.
სადაც წავედი თან წავიყვანე,
ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის“
 ეს ვთქვი და დავდუმდი, თითქოს მეუხერხულა, შემეშინდა არ გამკიცხონ, არ გამლანძღონ მეთქი... მერე და რისთვის? იმისთვის, რომ თავად სითბო და სიყვარული შევიყვარე და თავად მზე გავიხადე ჩემი და ჩემად? 

ასე სიჩუმეში დავემალე საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს. 
...
5eac0347a678.jpg

...
არა და როგორ მელამაზა ეს გულიდან ამოსული სიტყვები, როგორი წამიერი გაელვება და სულიდან სუნთქვას ამოყოლილი სიტყვები იყო. 

არა და როგორ ათასში ერთხელ მეწვევიან ხოლმე ეს გრძნობები და მაშინაც კი იმის შიშმა გამაჩუმა, ვაი და სხვას არ მოეწონოს მეთქი...

ისევ სიჩუმეში გამოხვეული ჩვეულებრივობა გვირგვინს მადგავს თავზე ყოფიერებისას და მატერიალურობისას. ასეთ დროს ხომ უწყვეტი აპლოდისმენტები მეძღვნება ყველასგან, შენც ჩვენიანი ხარ და შენც ჩვენნაირი ხარო. სიჩუმის ნაცვლად ახლა ხმაური შემომელამუნა.

რამდენადაც თავს ვიწონებდი ამ გვირგვინში და რამდენადაც თავს ვუკრავდი სინქრონში გაბმულ აპლოდისმენტებსა და შორიდან შეძახილ „ბისებს“ იმდენად ახლოდან თვალს მისწორებდა ჩემიდან გამოსული სიჩუმე თავისი სულიდან სუნთქვასამოყოლებული სიტყვებით...

... და ერთი ციდა მზე დამყავს გულით...

... ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის...

არა და როგორი ჩემია... როგორ მიყვარს და როგორ მაცოცხლებს... მხოლოდ ჩემი წილი მზე მიყვარს და მხოლოდ ჩემი წილი მზე დამყავს გულით... 

აღარ გავჩუმდები! ის ჩემია, ჩემშია და მუდამ ჩემთანაა. შეძელი და გახადე შენი და შენად. შეძელი და შიყვარე თავად სითბო და სიყვარული, ხო სიყვარული, რატომ გაიკვირვე?! აბა რას ელოდი თავად მზესთან ?! 

ჩემი ხელითვე მოვიხსნი გვირგვინს და თავად მე გავაჩერებ გამაყრუებელ აპლოდისმენტებს... და ახლა ხმამაღლა ვიტყვი - მზე ჩემშია...
* * * 
მე არ შემიძლია განსხვავებულად მიყვარდეს დღე და ღამე. 
დღე მზეა,
ღამე - ფიქრები. 
მზე ჩემშია, 
ფიქრებში კი - მე... 
ფიქრებს შევუყვარდი...

...
ლელა გულიშვილი
  

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

და ერთი ციდა მზე დამყავს გულით...

... ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის...
#5, 07.05.2012 - 14:04
მხოლოდ ჩემი წილი მზე მიყვარს და მხოლოდ ჩემი წილი მზე დამყავს გულით...
07.05.2012 - 14:06
მე არ შემიძლია განსხვავებულად მიყვარდეს დღე და ღამე.
დღე მზეა,
ღამე - ფიქრები.
მზე ჩემშია,
ფიქრებში კი - მე...
ფიქრებს შევუყვარდი...
#4, 07.05.2012 - 11:37
როგორ მელამაზა ეს გულიდან ამოსული სიტყვები
07.05.2012 - 11:39
არა და როგორი ჩემია... როგორ მიყვარს და როგორ მაცოცხლებს... მხოლოდ ჩემი წილი მზე მიყვარს და მხოლოდ ჩემი წილი მზე დამყავს გულით...
#3, 05.05.2012 - 23:18
ის ჩემია, ჩემშია და მუდამ ჩემთანაა.
06.05.2012 - 08:33
#2, 05.05.2012 - 21:35
მზიანო
06.05.2012 - 08:32
agni121 (39)
... და ერთი ციდა მზე დამყავს გულით...

... ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის...
- მზე ჩემშია...
#1, 05.05.2012 - 16:32
როგორ მიყვარს და როგორ მაცოცხლებს... მხოლოდ ჩემი წილი მზე მიყვარს და მხოლოდ ჩემი წილი მზე დამყავს გულით...
05.05.2012 - 16:33
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.