Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bia-bia blog

ქალიაო

ქალიაო...და ბრიყვია,თქვენ ასე ფიქრობთ კაცები, ქალიაო...და თუ წავა,სხვაზე გადაგაქვთ დარდები, ქალიაო...და ვინ იცის,რამდენჯერააქვს ნაგემი წახვალთ სხვა ვინმეს მოძებნით,თუ დაგიწუნეს ვარდები. ქალიაო...და რა მოხდა,ერთხელ თუ კოცნით გავძღები, მერე მკერდს მაგრად მოგიჩქმეტ,ღაწვზე თოვლივით დავდნები, ღამეს,სიზმარად გადიქცევ,აი ცოლობას ვერ დაგპირდები... თუ წახვალ თვალებს მოვიფშვნეტ და მერე მეც ავტირდები. მერე ქილიკით დაიწყებ,არ მომეწონა წავედი ქალიაო...და რა მოხდა,მხოლოდ ეგა გაქვთ სათქმელი ახლა სხვა ვინმეს მოძებნით,რომ გაიქარვოთ დარდები ღამეს პირობით დაიწყებთ,დილით კი სადღაც გაქრებით. ქალი ვარდივით ნაზია,მე მებრალებით კაცები ეკალი ერთხელ თუ გაგკრავთ სამუდამოდ ბრმად დარჩებით, მერე დაგიდგათ დარდები,და ერთ ადგილას ის ვარდებიც, ქალის გარეშე ვინა ხართ?როცა თქვენს თავთან დარჩებით. როცა ცხოვრებას გახედავ,უკან დატოვე სათქმელი, იმ ქალში,ქალი ეძიე სიცოცხლის წმინდა ნათელი, იმ ქალში,დედა ეძიე,ცხოვრების სუფთა სანთელი, მერე მიხვდები,ვინცა ხარ,როცა უმისოდ დარჩები. ქალი ვარ,ვარდი არა ვარ,მაგრამ მეც მალე დავჭკნები, იმ სურნელს მაინც დავტოვებ,რომლითაც თქვენ გაბრუვდებით ქალი სიცოცხლის წამია,თქვენ ამ წამებით დატკბებით ჩვენ წავალთ,უკან კვლავ მოვალთ,ვარდებად დაგიბრუნდებით!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

იმ ქალში,დედა ეძიე,ცხოვრების სუფთა სანთელი, მერე მიხვდები,ვინცა ხარ,როცა უმისოდ დარჩები.
#1, 06.05.2012 - 00:13
06.05.2012 - 00:55
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.