Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natomari blog

საქართველოს ქართველების მთლიანობა შიოდა.

წუხელ ძილში დამესიზმრა
საქართველოს შიოდა,
ანგელოზის მოსავლენად
ქალს მუცელი ტკიოდა.
ღვთივკურთხეულ ქართულ მიწას
ცრემლი ღვარად სდიოდა,
ცის წუხილი ღრუბელ-ღრუბელ
წვიმად ჩამოდიოდა.
გიორგი გზას გაჰყურებდა
მარიამი სტიროდა,
ილიას ხმა გაბზაროდა
სულხან-საბას სციოდა.
წუხელ მიწაც კანკალებდა
ციდან ქვები ცვიოდა,
მთვარეს ძალა წართმეოდა
ვეღარ ამოდიოდა.
ზღვა ნაპირებს აწყდებოდა
ქაფი გადმოდიოდა,
დედას ძუძუ ასკდებოდა
შვილი ვერ მიდიოდა.
წუხელ,წუხელ საზარელი
ქარი ურცხვად კიოდა,
საქართველოს ქართველების
მთლიანობა შიოდა.



Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

dadu1990 (26)
კარგია!!!!
ვინაა ამ ლექსის ავტორი?
#2, 11.03.2013 - 20:27
megi- (35)
arachveulebriviiiii
#1, 05.05.2012 - 23:38
უფალო დალოცე და დაიფარე სრულიად საქართველო!
05.05.2012 - 23:43
 

User
offline
offline natomari (45)
საქართველო, საქართველო, ქუთაისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.