Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ვერ დამივიწყებ................

წახვედი, მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ, ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ, შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ, არსად არ წავალ,


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.