Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

მინდა

მინდა ვიყვირო მინდორში,
რომ გამიაროს სიგიჟემ,
მინდა ჰადესის სამეფოს
თავაწეული მივიდე.

შენ რომ მიყვარდე არ მინდა,
კვლავ მომიაროს სიფიცხემ,
მინდა ხანდახან ვიფიქრო,
მენატრებოდე, მიმძიმდე.

რომ დამივიწყო არ მინდა,
რომ მომაწერო სიფლიდე.
მინდა ბავშვივით თან მყავდე,
გეფერებოდე, გივლიდე.

არ მინდა გადიდკაცება,
მინდა პატარაც მილხინდეს,
არ მინდა პრინცი ჰამლეტის
მოჩვენებითი სიმშვიდე.

მინდა გავვარდე მინდორში,
ველად დავცალო სიგიჟე.
მინდა რომ უფლის სამსჯავროს
ადამიანად მივიდე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.