Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

ღამის სიზმარი

როგორც ზაფხულის ღამის სიზმარი
ჩემთან მოხვედი და მალე გაქრი.
ვერ დაგივიწყე,ჩემში დასახლდი
და ჩემს ფიქრებში ვით სიო დაქრი…
ზაფხულის თქეშად მაწვიმ და მტანჯავ,
მე ხომ მაგიჟებს წვიმა ზაფხულის.
ჩემი აზრების სამეფო შენ ხარ
და მეფეთმეფე ხარ ჩემი გულის…
მაგრამ შორსა ხარ,სადღაც ფიქრებში
და ჩემში დაძრწი ვით მოლანდება.
ლამაზი,როგორც ზღაპრების გმირი…
ჩემი ტკივილი და მონატრება…

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.