Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pakulino blog

რა ღირს და როგორ გამოიყურება თანმედროვე მეთოდებით დაბჟენილი კბილი?

ამბობენ, რომ სტომატოლოგები ყაჩაღები არიან, ატყავებენ საწყალ პაციენტებს. იმასაც ამბობენ, რომ ბჟენის თვითღირებულებას ახუთმაგებენ და აათმაგებენ.

ამას წინათ შემოვიდა პაციენტი, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს *** ლარის ღირებულების იმპლანტის ჩანერგვაში სამმაგი ან ოთხმაგი ფასი.

სამწუხაროდ ამგვარი შეკითხვები ხშირია. მაგრამ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი.

სტომატოლოგი - არ ყიდის ბჟენს, გვირგვინებს და იმპლანტებს. პაციენტი ყიდულობს არა საბჟენი მასალის ნაწილს, არც 200 გრამ ფაიფურს ან ლითონს და არც იმპლანტს - იგი ყიდულობს სამედიცინო მომსახურებას, რომლის ფასიც განისაზღვრება ყველაზე მარტივი ეკონომიური კანონებით - მოთხოვნისა და შეთავაზების თანაფარდობით.

მაგალითისთვის ავიღოთ რა ღირს რამოდენიმე ტუბი საღებავი და ტილო? კაპიკები! მაგრამ რა ეღირება ცნობილი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც ამ მასალებითაა შექმნილი? ხანდახან რამოდენიმე მილიონი დოლარი. მაგრამ რატომღაც არავინ არ ყიდის ნახატს საღებავებისა და ნაჭრის ნაგლეჯის ფასში.

სტომატოლოგიაში, მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და სხვა ნებისმიერ მომსახურების სფეროში - იგივე სიტუაციაა.

დღეს მინდოდა მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ბჟენი. უნდა იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ამოვსებული ღრუ არააა.

პირველი კბილის საწყის ეტაპზე ასე გამოიყურება:

სახეზე გვაქვს დენტინის კარიესი. თუ კარგად დააკვირდებით მე-7 კბილის გვერდით (მარჯვენა ქვედა კუთხეში) - მე-8 კბილის შეუხორცებელი ჭრილობაა, ამიტომ მკურნალობა უნდა ჩატარდეს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა ჭრილობაში არაფერი არ მოხვდეს.

კოფერდამით ხდება სამუშაო ზედაპირის იზოლაცია გარშემო ქსოვილებისგან.

ხშირად პაციენტები კითხულობენ: "ამხელაზე, რატომ გამიბურღა სტომატოლოგმა კბილი? სულ ციცქნაზე მქონდა გაფუჭებული?!"

საქმე იმაშია, რომ შედარებით რბილ დენტინში კარიესი ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე მინანქარში. ამიტომ მინანქარში ე.წ. "შემავალი" ნახვრეტი შესაძლოა იყოს პატარა, მაშინ, როდესაც დენტინის დაზიანება აღწევს გიგანტურ ზომებს. ხანდახან პულპამდეც (ნერვამდე) კი.

კარიესული ღრუ მუშავდება, შემდგომ კი იბჟინება. უნდა გვახსოვდეს, რომ იბჟინება არა ისე ჰაერზე, არამედ ფუნქციური და ესთეტიური მოთხოვნების გათვალისწინებით. ასეთი სამუშაოს საბოლოო რეზულტატი ასე გამოიყურება:

კბილის ფორმა მაქსიმალურად შეესაბამება ბუნებრივი კბილის საღეჭ ზედაპირს.

მეორე კბილი:

საღეჭ ზედაპირზე არსებული დაზიანების გარდა, კარიესი ასევე აღინიშნება საკონტაქტო ზედაპირზე.

კარიესული ღრუს საბოლოო დამუშავება და დაბჟენა ხდება კოფერდამის გამოყენებით.

საბოლოო შედეგი:

ასე გამოიყურება იდეალურად შესრულებული სამუშაო.

როგორც საღებავებით შესაძლოა დაწეროთ ღობეზე რაიმე სიტყვა, პლუს შეცდომებით, ასევე შესაძლებელია შექმნათ ხელოვნების ნიმუში. ყველაფერი დამოკიდებულია თუ ვის ხელშია საღებავი და ფუნჯი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.