Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Nina Simone - Feelin' Good

ირაოს კრავენ ჩიტები მაღლა – იცი, რასაც ვგრძნობ...
ზეცაში ახლა მზე აჩირაღდნდა – იცი, რასაც ვგრძნობ...
ქარი დაცურავს მსუბუქად, ლაღად – იცი, რასაც ვგრძნობ:
ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს
– ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!

თევზთა დუმილმა შეავსო ზღვა და იცი რასაც ვგრძნობ...
ქრის უბორკილო მდინარის ტალღა – იცი, რასაც ვგრძნობ...
ბაღი ყვავილთა მოისხამს ხალათს – იცი, რასაც ვგრძნობ:
ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს
– ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!

ბზუის კრაზანა, ასე მზისფერი – მიმიხვდი ალბათ...
დაფარფატებენ პეპლები ლხენით – მიმიხვდი ალბათ...
– დაისვენებენ დღის ბოლოს მფრენნი – მიმიხვდი ალბათ:
რომ ეს სამყარო – ასე ძირძველი – მომელის ახალ
მერიდიანად. მომელის უფრო ახალ სამყაროდ.

ვარსკვლავად ჩანხარ, ასე რომ ბრწყინავ – იცი, რასაც ვგრძნობ:
დანაშაულს და მის გამოსყიდვას – იცი, რასაც ვგრძნობ...
დღეს შენი თავის(მე მაქვს)უფლება! – იცი რასაც ვგრძნობ:
ამ ახალ აისს, ამ ახალ დღეს და ახალ სიცოცხლეს
– ჩემს სანავარდოს! და მიხარია, როგორც არასდროს!








Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.