მას,ვისაც ვიცი,ვერასდროს ვიპოვი
created: Monday, 04. June 2012 Time 10:20.
changed: Friday, 08. June 2012 Time 00:44.
სულში დატრიალებულმა ქარიშხალმა მამცნო შენი მონატრება.ჰოდა მეც გადავწყვიტე დამეტოვებინა ამქვეყნიური წარმოდგენა...ჩემი ოცნების ფრთები შევისხი და გალაქტიკის მიღმა არსებულ, ჩემ მიერვე, ჩემთვის შექმნილ, უკიდეგანოდ ვრცელ სამყაროში გავფრინდი.შენ მკერდზე მიმიკარი, სულში ჩამიხუტე... უმშვენიერესი იყო ირგვლივ ყველაფერი, გაზაფხულის საამო სურნელი იდგა, თავბრუ დაგვახვია და ჩვენც ყვავილნარისკენ გავეშურეთ.თმაში გვირილებს მაწნავდი და მეც მომწონდა... დიდხანს,ძალიან დიდხანს ვიხეტიალეთ ასე უსიტყვოდ, არც იყო საჭირო, ირგვლივ ისედაც მრავლისმეტყველი მდუმარება იდგა...ამ საამო ფიქრის ღრუბლიდან, რომელიც სულს მითბობდა, ტელეფონის ზარმა ჩამომაგდო... ფეხზე წამოვდექი და საუკუნის სამოსელში გამოწყობილ სინამდვილეს შევეფეთე.გული მტკიოდა,რომ იქ, შენთან, არ შემეძლო დარჩენა. აქ კი, უკვე დიდი ხანია, აღარ გეძებ. აზრი არ აქვს, მაინც ვერ გიპოვი.მე კი ჩემს სულს,სხვის ახლომხედველ თვალთა წინაშე ვერ გავაშიშვლებ.გონებაში უცნაურ ოცნებად დაგატყვევებ და როცა სული შენს მონატრებას ქარიშხლით მამცნობს, მეც უმალ, ჩემი ოცნების ფრთებით გალაქტიკის მიღმა გამოვფრინდები.
Tags:
|
positive votes: 2 | negative votes: 0
|
average rating: 5 | viewings: 7
|
Write comment: