Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

გაახელ თვალებს - იქნება გვიან. . .

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გვაქვს, რათა ადამიანურად ვიცხოვროთ. გვაქვს უნიკალური ისტორია, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რელიგია, ფილოსოფია, ხელოვნება, ვართ განათლებულნი და მოაზროვნენიც არ გვაკლია. არ გვაკლია ტემპერამენტი და ნორმალური ცხოვრებისკენ სწრაფვაც.

შედეგი პარადოქსულია: როგორც საზოგადოება ვდეგრადირდებით და გარემომცველსამყაროსთან ჰარმონიას ვკარგავთ.

ადამიანი ინდივიდუალური არსებაა, რომელსაც მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს.

ერთობა მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. ესაა ის იდეალური ძალა, რომელიც ინარჩუნებს ოჯახს, ერს, ქვეყანას. მისგარეშე კაცობრიობა არსებობას შეწყვეტდა.

მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვისაც სიხარულით ბევრის გაცემა შეუძლია.

არც ერთი ადამიანი მეორისთვის მიზნის მიღწევის საშუალება არ უნდა იყოს. ყველა თანაბარია იმდენად, რამდენადაც ისინი ერთი მიზნისკენ მიისწრაფიან.

შენში ადამიანი მაშინ იწყება, თუსიყვარულს-სიყვარულში, ნდობას ნდობაში ცვლი.

სიყვარული-სიყვარულის ობიექტზე აქტიური მზრუნველობაა;

სიყვარული-პასუხისმგებლობაა და არა ვალდებულება;

სიყვარული-პატივისცემაა და არა შიში, ან გაღმერთება. პატივისცემა კი მხოლოდ თავისუფალს, დამოუკიდებელს შეუძლია.

უსიყვარულოდ ჩვენ საკუთარი სამშობლოს, მისი მომავლის პოტენციალის მჭამელ და მწუწნავ მატლებად, პარაზიტებად გარდავიქმნებით.

არ არსებობს ინსტრუქცია, რეცეპტი, მაგრამ არსებობს ის აუცილებელი პირობები, რომლის გარეშე სიყვარულამდე მისვლა შეუძლებელია.

სიყვარული დისციპლინას ითხოვს;

სიყვარული ნებისყოფას ითხოვს;

სიყვარული სიკეთის ფლობას ითხოვს;

სიყვარული მოთმინებას ითხოვს;

სიყვარულისიმამაცესითხოვს;

სიყვარული აქტიურობას ითხოვს;

სიყვარული ღვაწლისგაღებას ითხოვს;

სიყვარული-რწმენის აქტია.

დასკვნა: თუ დისციპლინა, ნებისყოფა, მოთმინება, სიმამაცე, აქტიურობა გვაკლია-ოჯახს, ერს, სამშობლოს, ღმერთს ვერასდროს შევიყვარებთ!

სიკეთის გაცემა სიკეთის ფლობას ითხოვს.

(თამაზ ბუთხუზი.) (გაახელ თვალებს-იქნებაგვიან. . .)

(შემცირებული) გამოცემა


Tags:

 
Interesting
positive votes: 18  |  negative votes: 0

Write comment:

dualita (34)
imden rames itxovs es chveni siyvaruli ,rom chndeba kitxva:ras gvazlevs is chven?:-))
#2, 18.06.2012 - 17:51
რომელიც ინარჩუნებს ოჯახს, ერს, ქვეყანას. მისგარეშე კაცობრიობა არსებობას შეწყვეტდა.
18.06.2012 - 19:16
სიყვარული დისციპლინას ითხოვს;

სიყვარული ნებისყოფას ითხოვს;
#1, 18.06.2012 - 11:59
სიყვარული-რწმენის აქტია.
18.06.2012 - 12:14
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.