Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
UNbacho blog

motamashis roli ....

ერთ მშვენიერ დილას ადგა და მიხვდა , რომ უნდა ეთამაშა.. მიხვდა ,რომ როლი მორგებული ქონდა და უნდა დაეწყო .. თითქოს დაგეგმილს გავდა, თითქოს სცენარი კარგად დაწერილი იყო , მაგრამ სპეკტაკლი ვერ შედგა !!.. გრძნობებმა შეუშალა ხელი .. არა გულწრფელს გავდა, თავიდან ყველაფერი სიმართლით დაიწყო, მააგრაამ ვერ დაამთავრა.. იმდენად შეითავსა ''მოთამაშის'' როლი, ყველაფერი გააფუჭა , ისევ მსახიობობა მოუნდა და ისევ გამოუვიდა.. თუმცა მიუხვდნენ, ბოლოს მაინც მიუხვდნენ, და ამ თამაშიდან ყველაზე დარცხვენილი წავიდა .. აპლოდისმენტები ვერ დაიმსახურა .. მერე სცადა საკუთარ თავს გასაუბრებოდა და მასაც ატყუებდა .. ისე ატყუებდა , რომ დააჯერა. .დააჯერა თითქოს ესე უნდა ეთამაშა ბოლომდე და თითქოს კარგი იყო .. არაა მერე აბაზანის ნახევრად დაორთქლილ სარკეში, თავის უსუსურებას შეხედა , არ შეიმჩნია.. არც ეს არ შეიმჩნია... მაგრამ თვალებმა გასცეს, ისევ თვალებმა დაანახეს რომ ''სპეკტაკლები'' უნდა დაემთავრებინა .. ჯამბაზობა არ უხდებოდა.. საოცრად არ უხდებოდა !! ხოო ის თვალებიი, ერთი დანახვით, რომ თავს აყვარებს ყველას და ის თვალები სხვები, რომ შეცდომაში შეჰყავს... ის თვალები ერთ დროს, რომ ებედნიერებოდათ !! ის ღამე ისე გათენდა აღარ უფიქრია თავის თვალებზე ... მეორე დილას აღარც ახსოვდა , რომ სათქმელი ჰქონდა საკუთარ თავთან ... ცდილობდა დრო გაეწელა და სიმართლეს არ დაჯახებოდა, იმ სიმართლეს რომელიც ატკენდა... ესე გადიოდა დრო .. ვეღარც თვალებმა უშველეს .. თავი დაიღუპა.. ისევ სპეკტაკლებს დგამს, ისევ არ გამოსდის და უბედურება ის არის , რომ დაიღალა და ვერ ხვდება !! ეხლა ტრიუმფისთვის ემზადება ... ირგვლივ ყველა აღაფრთოვანა ახალი თამაშის ობიექტით, და მიმზიდველი გარემოებებით .... ისევ მარცხი ელოდება .... ისევ ნახევრად შავ დარბაზში, სიცარიელის ტაშმა უნდა შეაფხიზლოს, თუმცა ისევ ერთი ღამით მოხდება ეს შეფხიზლება .. მერე კვლავ აუწყლიანდება, ის ლამაზი თვალები... მერე ისევ სარკეს უსაყვედურებს , რომ არ აცლის მშვიდად ცხოვრებას და ისევ დაივიწყებს ყველაფერს, მხოლოდ იმ იმედით რომ ახალი თამაში ბევრად წარმატებული იქნება .. მას მერე სულ ესეა .. სულ ესე თამაშობს .... მე კი.. მე კი იმედი მქონდა , რომ დაამთავრებდა, ამ ტყუილებს კიდობანში ჩაკეტავდა დიდი ბოქლომით და აღარასდროს გაიხსენებდა.... მაგრამ ეხლა მივხვდი , რომ ეს არასდროს მოხდება .. და იცით რატომ ??? მან შეძლო და საკუთარი თავი მოატყუა, დააჯერა რომ თამაშით გაცილებით უკეთესია ცხოვრება !!! ახალი სპეკტაკლის ტრიუმფის დღეც დანიშნა ... ორკესტრი უკრავს .. რაღაც სევდიანად უკრავს ... თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დარბაზი კვლავ ჩაბნელებული , მაყურებლების გარეშე ხვდება ამ ჯადოსნურ წარმოდგენას !!! და ესე გრძელდებაა სულ ..........

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline UNbacho
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.