Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Irma1280 blog
ისევ დაიწყო თოვა და წარსულს მოჰგავს თოვლი... იცი, არავინ მოვა. თოვს, უპირველეს ყოვლის! ცრის ყელსაბამი დროთა, ცვივა მძივები დროის, გცივა და ეკვრი ოთახს, ის მოვა, მაგრამ როდის? ფიფქები ფიფქებს მიჰყვა. გულიც ფიფქია, თვალიც... ის მოვა, რადგან გიყვარს, რომც არ მოვიდეს, მაინც... მაღლა აწვდილი ხელით მხოლოდ სინათლე გსურდა... და ისევ დგახარ ელი, ვისაც არ ელი, თუნდაც... და თეთრი ფერის წვეთებს, და თეთრი ფერის ფიფქით სთხოვ თოვლით მოცულ ხმელეთს, რომ დაგიბრუნონ იგი... და დგება თუნდაც წამი, წამი სიღრმეში ქროლვის... თოვს, ახლა უნდა გწამდეს, თოვს, უპირველეს ყოვლის!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Irma1280 (50)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.