Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megi- blog

ისე მოხვედი

ისე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა,
ისე შემომხვდი, გაინაბა მწუხრი მაისის,
სულ ერთი სიტყვით უნებლიედ ამწიე მზესთან,
სული რომ ბორგავს, იმ სიტყვების ექო გაისმის.
ისე მოხვედი, ნიაღვრები მოვარდნენ გრძნობის,
ჩემი ცხოვრების ბობოქარი გზები აიბნა,
უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის,
უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.
შენ რომ მოხვედი ფიქრებს თალხი ეცვათ სამოსი
და მე ვიდექი გარდასულის მიხურულ კართან,
შენ რომ მოხვედი, ჩემს სხეულში იყო ქაოსი
და უნებლიედ იმ ტკივილის ქარები ჩადგა.
ეხლა ჩემი ხარ, ნაპატიებს თმებზე მეხები,
დარდი მიჩუმდა, ძველებურად აღარ აუგობს,
გთხოვ აღარასდროს მომაცილო შენი ხელები,
ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline megi- (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.