Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megi- blog

მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით

მაინც დამსაჯა ამურმა ტრფობით,
დაღად დამასვა ვნების ნიშანი,
მაისის ვარდი გინახავს დილით?
ზუსტად ისე თრთის - ვით შენი ტანი.
ტუჩები ნაზი - თბილი ბარხატი,
ნდომით ცახცახებს ჩუმად კვნესის...
როგორც უცნობი მხატვრის ნახატი,
ფერთა გამა კი მხოილოდ მე მესმის.
შენი ჟღურტული იავნანაა,
შენი ღიმილი - დილა მაისის,
ო ღმერთო! როცა მიახლოვდები,
უმალ მუზების ჰანგი გაისმის.
გიშრის დალალი, შავ ფანტელებად,
ჩამოქნილ მხრებზე მოსული თოვლად,
თვალები - ტკბილი თფლაკვერები...
ალბათ აქ მოსვლა ღირდა შენს პოვნად.
მაინც გექცევი როგორც ყველა სხვას,
თითქოს არ მყავდე გამორჩეული,
არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე...
ნეტავ მოვიდეს ვინმე გრძნეული.
აბა რად მაფრთხობს მოქნილი წელი,
ლამაზი მკერდი და მზერა მწველი
და შენს წინაშე გულის გადახსნა,
ნეტავ რად არის ასეთი ძნელი.
ნაზი, ნატიფი გრძელი თითები,
ტრფობის რომ გულში აღვივევბს კოცონს,
შენს წკრიალა ხმის გაგონებაზე,
თვით ბულბულიც კი გალობას მორცხვობს.
კანი- -შაქრისფერ ხაოს ფურცელი,
ლბილი და თბილი - რა დამავიწყებს,
რონინილაღი,თეძოთა რხევა...
მორფეუსსაც კი რომ გააღვიძებს.
მაინც დამსაჯა ამურმა ტრფიბით,
დაღად დამასვა ვნების ნიშანი,
ჭიამაიას გინახავს ფრთები?
ზუსტად ისე თრთის ვიტ შენი ტანი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline megi- (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.