Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

სიკეთე თავად სიცოცხლეა..

რაცადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ.მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო.არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველირჩება...

ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს გაღვივების უფლებას.

უდიდესიმეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებსსიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე . სიკეთისკეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს,არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია. ვისაც შენზე მცირე სახსარიაქვს, მას რომ დაეხმარები, ასეთი სიკეთეა ღვთის წინაშე შეწირული.ყველასათვის უნდა გინდოდეს სიკეთე. როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთისაფეხურით ადიხარ, ხოლო როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელიჩვენი ცხოვრება.

სიკეთეუსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები. მას საზღვარი არ აქვს,იგი ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლაყოვლის შემძლე მთის მწვერვალისაკენ.
სიკეთე სიყვარულია, უფლისა დაადამიანის კავშირი სიყვარულით ხორციელდება, იგი ღვთითკურთხეული ძალაა,მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება. სიყვარულია გზამოწყალე უფლის იდუმალებით მოცული ბილიკისაკენ.

გიყვარდეთ, ხალხნო, ერთმანეთი! რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულს, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.

სიკეთეთავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არააქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია.სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია.
დაე, დაუსრულებელი იყოსღვთისგან ნაბოძები ნიჭი და უნარი დედამიწაზე! ძლიერია ადამიანი, რომელიცთავისი ძლიერების დემონსტრირებას სუსტის დაჩაგვრით არ ახდენს, რომელსაცგააჩნია საკუთარი პრინციპები და მათ არასოდეს არ ღალატობს, არის სულიერადთავისუფალი და საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის ამღები.ძლიერიადამიანი არის პიროვნება , რომლესაც სწამს ღმერთის და ყოველდღე სიკეთესაკეთებს.

ადამიანისულით ძლიერი მაშინ არის , როცა სწამს ღმერთის და ლოცულობს ყოველთვის ,ადამიანი ძლიერი მაშინ არის როცა სწამს ლოცვის ძალის და იმის , რომ თუსიკეთეს გააკეთებ ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებს.
აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

qetush (53)
#1, 28.06.2012 - 17:40
28.06.2012 - 17:41
 

User
offline
offline aNNa (25)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2014 Face.ge - all rights reserved.