Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ოთარ ჭილაძის ჩანაწერები!!!

თავგამოდებული პატრიოტიზმი ეჭვს ბადებს-რაღაც აწუხებს
ასეთ კაცს-წარმომავლობა? ვიღაცის ჯავრი?
პატრიოტი ვარო-კი არ უნდა იყვირო,ისეთი რამე უნდა
მოიმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას:პატრიოტი ყოფილაო!



ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს
აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც ხელისუფლების
მოწინააღმდეგეთ. არავის არა აქვს ნება რუსთაველის პროსპექტზე საარტილერიო ომი გააჩაღოს,
რუსთაველის პროსპექტზე, სადაც სამარცხვინო რეჟიმის დროსაც, ჩემს ახალგაზრდობაში,
ხულიგნებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ ხულიგნობას და უბატონოდ არ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს!!!


ორი მორიდებული შეკითხვა საკუთარ თავს. პირველი: რამდენი " შესანიშნავი მამულიშვილი"
შეუძლია შეაგროვოს ჩვენსავით მცირერიცხოვანმა ხალხმა ერთ რომელიმე პოლიტიკურ
სიტუაციასთან დაკავშირებით?" ალბათ რამდენიც საჭიროა, ყოჩაღ! და მეორე: შეიძლება თუ არა, დღეს "შესანიშნავ მამულიშვილად" მოგვევლინოს, ვთქვათ, გუშინდელი ფუნქციონერი?
რასაკვირველია, შეიძლება. განა ცოტაა ამის მაგალითი?! შეიძლება, რადგან დღეს " შესანიშნავი მამულიშვილობაც"
ისეთივე ხელსაყრელია, როგორიც გუშინ ფუნქციონერობა იყო.


ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და
ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ
( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით,
ისევ ხალხი გვქვიაო!

დამპატიჟეს გერმანიის საელჩოში, გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით-3 ოქტომბერს
რა გინდა, რომ ჩაიცვა?! არა თქვა ახლა, მღვდელს ჭილობში იცნობენო. კოსტიუმი თუ არა, ერთი
გამოსასვლელი შარვალი და პიჯაკი მაინც უნდა ჰქონდეს 62 წლის მწერალს...მართლა უნდა ჰქონდეს?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 15  |  negative votes: 0

Write comment:

teamasi (43)
ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და
ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ
( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით,
ისევ ხალხი გვქვიაო!
---------------
ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოში ასეთი მამულიშვილები!!!!!
#2, 09.07.2012 - 20:12
amin!!!
09.07.2012 - 21:48
kessaria (37)
saocari mwerali,didi adamiani da moazrovne..zalian daaklda misi martali sityvebi saqartvelos..
#1, 09.07.2012 - 19:25
getanxmebi udaob!!!
:*:*
09.07.2012 - 19:31
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.