Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

ედელვაისი

გამიმწვერვალდი ჰო, მიდი, მთამსვლელს,
აბა რა იცი, რომ ეგ ”სირთულე”
შენი დაპყრობის სურვილით მავსებს -
ჩემს ხელებში რომ გათაიგულდე!

ალპინისტს, თუნდაც გამისალკლდევდი,
ნაპრალებად და მყინვარად მეყავ.
თავს დამატეხე თუნდაც ავდრები,
- ნუ იფიქრებ, რომ დაგიპყრობ ვეღარ!

თუნდაც მყინვარზე გაქარბუქდი და
ცივი ცრემლებით თვალი ამივსე.
ვერ ამოძირკავ ჩემი გულიდან -
შენს მიერ დარგულ ედელვაისებს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.