Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniutaaaa blog

statusebi leqsebi

შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,

ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…

შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი

შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…

შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია




















გიყვარდეს, სანამ შენც უყვარხარ ვინმეს,

სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი......სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანს ყინვებს.....და სილამაზეს არ ესტუმრა შენსას ზამთარი.გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა....როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო.გიყვარდეს, სანამ სილამაზე თვალს არ გაუჭკნა.....

და შუბლს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო.....

ხომ იცი, აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი.....

ცაც იღრუბლება და თუ ვარდებს ბაღში გაახმობ,

ცივი ზამთარით შეიცვლება ტურფა მაისი,

და შენც დაკარგავ სულ ყველაფერს, რითაც ამაყობ!

თორემ ხეებმა ყვავილები თუ დაიყარეს,

ცარიელ ღეროს აღარავინ არ შეიყვარებს









შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს...
საიდან მოხვდი ასე თბილი, ასე უბრალო
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..


















გული გაჩუქო? ისედაც შენია!

სული გაჩუქო?ისიც შენია!

კოცნა გაჩუქო? კოცნაც შენია!

ფიქრი გაჩუქო? ისიც შენია!

ოცნება გაჩუქო?ისედაც შენია!

გრძნობები გაჩუქო? გრძნობებიც შენია!

კიდევ რა გაჩუქო, ან რა დამრჩენია,

შენ თავს გაჩუქებდი, მაგრამ ის ჩემია.(L)


















იყო სურვილი

გრძნობა კი არა,

იყო ტყუილი,

იყო მიყვარხარ.

იყო ცრემლები,

სიცილი იყო

და ყველაფერი

ხანმოკლე იყო.

თითქოს არც იყო,

იყო კი, არა,

ცხოვრებამ ისე

დაგვატრიალა,

აღარც კი მახსოვს,

სიმართლე იყო?

ან როდის იყო,

იყო? არ იყო?

იქნებ საერთოდ

არც კი ყოფილა,

იქნებ სურვილი

დაკმაყოფილდა,

ან ბედისწერის

ხარვეზი იყო

ის, რაც ოდესღაც

ჩვენს შორის იყო.

იქნებ ნიშანი

სიმართლე იყო,

იქნებ საერთოდ

არ წასულიყო?

ან ვინც მეგონა,

ის, სულ არ იყოa

და ბედისწერის

გზებიც გაიყო.























Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline aniutaaaa (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.