Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

რაღაც მინდოდა და... გადავიფიქრე

მინდოდა დამეწერა სიყვარულზე და
გადავიფიქრე...
ის, უჩემოდაც ძალიან გაცვდა.

ადრე ნაწერი ლექსები მოვნახე და შლა დავიწყე, -
ვატყობდი, თუ როგორ იძენდნენ ხასხასა ფერებს და
შლას შევეშვი.

გადავიფიქრე ძილი ამაღამ, -
ყველა სიზმრიდან მსურს, რომ გავიქცე, -

და

ფანჯრიდან დავაპირე გაფრენა,
მაგრამ შევეშვი, - პლაგიატობა ყოველთვის მძულდა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

magaria
#1, 30.07.2012 - 01:49
გმადლობთ!
30.07.2012 - 01:53
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.