Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მე ამ ვნებას ვენდეტას ვადებ!

ნუ დამიწესებ საზღვრებს! მე მათ დავარღვევ მაინც. ნუ მიკანონებ სიზმრად გხედავდე, მე გეტრფი ცხადშიც. ნუ შეეცდები მზედ აენთო, ან მთვარედ ჩემთვის. შენში მე მხოლოდ ვარსკვლავს ვხედავ - შორეულს, შეშლილს! არ შეგადარებ ვერცხლისფერ მთვარეს, არც მზეს - კაშკაშას, მიუწვდომელი ვარსკვლავი მიყვარს და ცის კამარა. რუხ ცას მაგონებს იდუმალება მაცდური შარმის და მძლევს უეცრად მოვლენილი ვნების კასკადი. შენ თუ გიყვარვარ ვარსკვლავებზე და ცაზე მეტად, თუ გინატრია სიზმრად გენახე ღამე უეცრად, თუ გყვარებივარ თუნდაც ერთხელ მთვარეზე მეტად მაშინ მიყვარხარ საჭიროზე უფრო ზედმეტად. თუ მამჯობინებ ხვალინდელ დღეს და გრძნობებს არევ, თუ ახლოს მოხვალ, მომეფერები, ვნებას აანთებ, თუ გაგიჟდები და შეშლილი ჩემს გულს გადარევ, დამავიწყდები! მე ამ ვნებას ვენდეტას ვადებ!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.