Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

,,ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად..."

,,ჩავუკვირდეთ თავს და გამოვიძიოთ, როგორ გვიპყრია ჯვარი: ზეაღმართული გვაქვს ის თუ ქვედადრეკილი, დაუდევრობით დათრგუნული. 
ამასთანავე უეჭველად გამოვიძიოთ: რა არის ჩვენი ჯვარი და რა შეადგენს მას. 
ჩვენს ჯვარს შეადგენს ყოველივე, რაც აწუხებს, ამძიმებს სულს და რაც ჰგვემს გულს ღმერთთან აღსავალ გზაზე, მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად.

b614c0d24dc7.jpg



ჩვენი ჯვარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბუნების უძლურებაა და მისი ძალების ნაკლულოვანება: გონების შორსგაუმჭვრეტელობა და განსჯის უმწიფრობა, გაღვიძებული სული ხედავს ყოველივე ამას თავის თავში, უმძიმს ეს და ისევე უტვირთავს ეს სიმძიმე, როგორც დამნაშავეს, რომელსაც სასჯელად ზურგზე აჰკიდეს გახრწნილი გვამი.
ეს ცოდვით დაცემული კაცობრიობის ჯვარია, ანუ ჩვენი ჯვრის ერთი მკლავი.
ჩვენი ჯვრის მეორე მკლავი, ყოველგვარი ცხოვრებისეული უსიამოვნება და განსაცდელია. ჩვენ უსიამოვნებების თავიდან აცილებას ვცდილობთ, ვებრძვით წინააღმდეგობებს და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებთ. ძეძვიანში რომ დადის და დროდადრო ეკლები უკაწრავს სხეულს, ეს ცხოვრებისეული ჯვარია.
ჯვრის მესამე მკლავი ჩვენი ვალდებულებებია, ყოველ ჩვენგანს თავისი მოვალეობა აქვს. ყოველი ვალდებულება საქმეებში სრულდება, ყოველი საქმე მოითხოვს შრომასა და მოთმინებას.
მოდი, ამას უფლის საზოგადოებისა და მოყვასის მსახურების ჯვარი დავარქვათ.
ამქვეყნად არავინაა ისეთი, ეს სამი ჯვარი, უფრო სწორად თავისი სამკლავიანი ჯვარი, არ ეკიდოს ზურგზე, მაგრამ ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად.
უფალი გვკიდებს ჯვარს და სურს, რომ მის მიერ ვცხონდეთ; და თუკი ვინმე ჯვრისგან თავის დაღწევას შეეცდება, სასიკვდილოდ მოიწყლავს თავს..."


 წმინდა თეოფანე დაყუდებული




Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

lanushka (17)
უფალი გვკიდებს ჯვარს და სურს, რომ მის მიერ ვცხონდეთ;
#4, 01.08.2012 - 12:43
ჯვრის ძალა და მადლი გფარავდეს!
01.08.2012 - 15:00
ჩვენს ჯვარს შეადგენს ყოველივე, რაც აწუხებს, ამძიმებს სულს და რაც ჰგვემს გულს ღმერთთან აღსავალ გზაზე, მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად.
#3, 30.07.2012 - 23:34
ღირსეულად გვეტარებინოს ჩვენი ჯვარი ცხოვრებაში!
01.08.2012 - 15:00
უფალი გვკიდებს ჯვარს და სურს, რომ მის მიერ ვცხონდეთ..
#2, 30.07.2012 - 20:16
ღირსეულად გვეტარებინოს ჩვენი ჯვარი ცხოვრებაში!
01.08.2012 - 15:00
ამქვეყნად არავინაა ისეთი, ეს სამი ჯვარი, უფრო სწორად თავისი სამკლავიანი ჯვარი, არ ეკიდოს ზურგზე, მაგრამ ერთნი ჯვარს საცხოვნებლად ტვირთულობენ, მეორენი კი _ წარსაწყმედად.
#1, 30.07.2012 - 17:30
ღირსეულად გვეტარებინოს ჩვენი ჯვარი ცხოვრებაში!
30.07.2012 - 17:31
 

© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge