Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
fo-fo blog

სხვის ქვეყანაში გადარგულ ხეს...ფესვები მტკივა:(

სხვის ქვეყანაში გადარგულ ხეს...ფესვები მტკივა,
ჩემი მიწიდან ამოგლეჯილს, სხვა ვერ მახარებს,
ისე უცხო ვარ...ვერ მოვირგე ამათ კანონი,
ფესვებ გადაჭრილს, ქარი თავის ნებას მატარებს!
ეს სიზმარია...სულ მგონია გამოვიღვიძებ,
ვით ბავშვობაში, ფეხშიშველი შევხვდები დილას,
ქართულმა მიწამ ჩაასახლა ჩემში პოეტი,
და ჩემი სული...ვეღარ იღებს უკვე სხვის მიწას!
ჩემი სამშობლოს უბედობა აქ უფრო მტკივა,
იქ დარჩენილი...ფესვებია სულ, რომ მეძახის,
"მე დაბრუნდები!"–ვიმეორებ ასჯერ, ათასჯერ...
ძალა არაა მოერიოს სამშობლოს ძახილს!
IPB-ს სურათი
ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს,
სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს,
თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს,
ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს!
ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან,
იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს,
მოურჩენელი ტკივილია ემიგრანტობა,
ღირსებას კაცის...სახლის გარეთ უფრო გაარჩევ!

ავტორი არ ვიცი

Tags:

 
Interesting
positive votes: 20  |  negative votes: 0

Write comment:

davidtv (35)
ღირსებას კაცის...სახლის გარეთ უფრო გაარჩევ!
#8, 02.08.2012 - 01:00
dadu222 (24)
ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს,
სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს,
თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს,
ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს!ufalma dagifarot yvela qartveli emigrantebi, male chvens samshobloshi dabrunebuliyavit ise rogorc tqven gagexardebat chveni tkivili xart emigrantebooo
#7, 02.08.2012 - 00:32
venacvale me amis damwers im tkivilian gulshi :*
#6, 01.08.2012 - 19:58
ქართულმა მიწამ ჩაასახლა ჩემში პოეტი,
#5, 01.08.2012 - 17:58
და ჩემი სული...ვეღარ იღებს უკვე სხვის მიწას!
01.08.2012 - 18:00
nat-k-nat (41)
ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან,
იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს...
#4, 01.08.2012 - 16:58
მოურჩენელი ტკივილია ემიგრანტობა,
ღირსებას კაცის...სახლის გარეთ უფრო გაარჩევ!
01.08.2012 - 18:00
თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს,
ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს!
#3, 31.07.2012 - 11:42
ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან,
იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს,
#2, 31.07.2012 - 11:34
ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს,
სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს,
თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს,
ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს!

"მე დაბრუნდები!"–ვიმეორებ ასჯერ, ათასჯერ...
ძალა არაა მოერიოს სამშობლოს ძახილს!–ღმერთმა გისმინოს და მშვიდობით დაგაბრუნოს შინ!

გენაცვალე შენ სოფ!
#1, 31.07.2012 - 09:56
mec shen
31.07.2012 - 19:17
 

© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge