Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
როცა მთვარის შუქზე მამულს ვეახლები,

შევხედავ ზეცას და მუხლებზე ვეცემი,
მეც მიტარებია სამშობლო ამ მხრებით -
- არა!
ხმა ზეციდან -
ნაკლებად ეცდები...
რაღაცა სიმართლე ამ ხმაში შევნიშნე,
სიმწარემ სიმართლის - გარედან
შემცვარა,
მადლობა
უფალო!
ვიღებ ამ შენიშვნას,
ალბათ,სამშობლოსთვის ნაკლებად
მეცალა.
ნაკლებად მეცალა სამშობლოს
მლოცველად,
სანთლებით ტაძარში ცოტა დრო
დავყავი,
ვაგლახ, რომ სამშობლოს არ არგო
მოცრემლვამ,
დიდგორზე დაღვრილი
სისხლივით
არ ჰყვავის.

ტარიელ ხარხელაური



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.