Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
გცივა.. სიცივე, დარაჯივით დატოვეს წლებმა, მარჯნისფერ მაისს მიეკედლე მელანქოლიად, _______შენ ახლა ცისფერ სიმარტოვეს ცასავით ხედავ, აღიქვამ ცხადად და მიზნამდე ისევ შორია... შენი ოცნების სამყოფელთან, ფიქრებს ქსოვს ქარი, ხედავ ხელებსაც დაღლილობის აწუხებს ნერვი, მარტინით, რომით, ხან იაფი სასმელით მთვრალი, უსაბნოდ წევხარ და ცხოვრებას ქალივით წყევლი... აღარ გაწუხებს როლებივით ბედთან თამაში, შენც თამაშობ და უბედობას უკრავს ცხოვრება, წარსული, აწმყო, მომავალი ერთფერ გამაში გესახება და აპათიაც სულში მოძვრება... შემოდგომის მზე, ისევ ებრძვის სიცოცხლის ნიშანს, როგორც ზღვას გემი განწირული მგზავრებით სავსე, ფურცელს ჯღაბნი და ამით თითქოს, შენც არა გიშავს, მიზნისთვის ბრძოლა____ერთადერთი შვილივით გავსებს... გსურს საუკუნის ხელის გულზე გადაბრუნება, თუმც აღარ გჯერა სასწაულზე შექმნილ მითების და გადამრჩენი წამალივით გელამუნება, მოსაფერებლად გამოწვდილი _______________ჩემი თითები....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.