Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
მიდიოდა გზაზე გოგო

და მზე იყო თავისთავად.
მოეყუდა მთვარე გომბორს,
მთებში ბინდი ჩაიშალა.
მერე უცებ, იცის როგორც,

დაიყეფა ქარიშხალმა,
და მოასკდა ტალღა ნაპირს,
მერე ერთხანს გაირინდა,
იღვრებოდა ათინათი
ბროწეულის ყვავილიდან.
ვიდექ მხოლოდ,
თუმცა მსურდა,
გზაზე ვინმეს მივწეოდი,
და ვერხვები ,როგორც უნდა,
სწორედ ისე ირწეოდნენ.
მიდიოდა გზაზე გოგო,
გოგო იყო თავშლიანი
და საერთოდ, ხდება როგორც,
ყვავილები აშრიალდნენ.
კი!
ჰო!
ახლა - ვფიქრობ, წავალ,
წავალ, ჩემს გზას გავუყვები.
თუკი გინდა, შენიცაა,
რასაც ახლა ჩემთვის ვყვები.

ტარიელ ხარხელაური


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.