Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ჩვენ მხოლოდ სიყვარული უნდა ვისწავლოთ...

თუ არ იბრძოლებ,ოცნებას წააგებ,
მორევში ჩაეშვები,ვეღარ გაცოცხლდები,
სიყვარულს დაღვრი და ცნობადში დარჩები,
მიიღე გამოწვევა, ეს ხდება მხოლოდ შენთვის...

სიცოცხლე ბრძოლაა, სასტიკი ბრძოლა გადარჩენისათვის, ფიზიკური გადარჩენისათვის. სწორედ იგივე სასტიკი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ჩვენი სულების გადასარჩენადაც... და ვინ იცის რომელი უფრო მნიშვნელოვანია.
ფიზიკური გადარჩენისათვის როცა ვიბრძვით, ჩვენ მოვიპოვებთ სიცოცხლეს დედამიწაზე.

6b159408a6e9.jpg


სულიერი გადარჩენისათვის ბრძოლა კი უკვდავებასთან მიგვიყვანს.
თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის. პირიქით როცა ორივეს შერწყმას ახერხებს ადამიანი სწორედ ეს არის ბრძოლა სრულყოფილებისათვის...



მთელი სამყაროს მცირე მარცვალზეც
აღბეჭდილია უფლის ნიშანი,
რათა შევიცნოთ მისი სურვილი
და აღვასრულოთ ნება ღვთისანი...

0f509d9b5492.jpg



ყოველ მარცვალზე, ქარის ყოველ დაქროლვაზე, მზის სხივის ყოველ გამონათებაზე,თვალუწვდენელი ოკეანის ყოველ წვეთზე... ჩვენ მხოლოდ წაკითხვა უნდა ვისწავლოთ...ჩვენ მხოლოდ მოსმენა უნდა ვისწავლოთ... ჩვენ მხოლოდ სიცოცხლე უნდა ვისწავლოთ...ჩვენ მხოლოდ ბრძოლა უნდა ვისწავლოთ...ჩვენ მხოლოდ სიყვარული უნდა ვისწავლოთ...
საინტერესოდ ვართ ადამიანები მოწყობილნი... ჩვენ ჩავიდენთ დანაშაულს, ცოდვას და მერე მხოლოდ ერთს ვცდილობთ,როგორმე დავმალოთ, მივჩქმალოთ, რომ სხვებმა არ გაიგონ. მთავარია, არ გაიგონ... თუ არ გამჟღავნდა, ესე იგი ყველაფერი "კარგად არის"... და რა აზრი აქვს ამას? ადამიანების აზრი გვაინტერესებს... რას იფიქრებენ მერე ჩვენზე და ნელ-ნელა ვეფლობით ტყუილების მორევში... ამ დროს თუ ვფიქრობთ იმაზე,რომ ადრე თუ გვიან წავალთ ამ ქვეყნიდან და მოგვიწევს ჩვენს ყოველ საქციელს თვალებში ჩავხედოთ... ღმერთის მოტყუებას ხომ ვერ შევძლებთ... და მერე რას ვიზამთ? საქმე იმაშია,რომ თუ აქ შევძლებთ ამ შიშის გადალახვას, შანსი მოგვეცემა გამოვასწოროთ სიტუაცია...
იქ უკვე ამის შესაძლებლობა აღარ გვექნება...


რისთვის არის საჭირო ამდენი ტკივილი? ნუთუ ადამიანს ტკივილის გარეშე სწავლა არ შეუძლია? სამწუხაროდ ჩვენ ფიქრს მხოლოდ მაშინ ვიწყებთ,როცა გვიჭირს და როცა გვტკივა. სანამ პრობლემები არ გვაქვს, უბრალოდ ვცხოვრობთ და მივყვებით ამ ცხოვრების დინებას. ესე იგი ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული? როგორი იქნება ადამიანი და მისი ცხოვრება დედამიწაზე,თუ არ იქნება ავადმყოფობა, შიმშილი, უსამართლობა, სისატიკე, ბოროტება? ნუთუ ამის გარეშე ცხოვრება უფერული გახდება? ადამიანი ტკივილის გარეშე სირღმეებს ვერ წვდება?! ტკივილით ვიბადებით და ტკივილით მივდივართ ამ ქვეყნიდან.
იქნებ ღმერთს უფრო ტკივა,როცა მისი შვილები ცუდად იქცევიან?
იქნებ ღმერთს უფრო ტკივა, როცა მისი შვილები ფარისევლობენ და მისი სახელით სისასტიკეს ჩადიან?
იქნებ ღმერთს უფრო ტკივა,როცა მისი შვილები შიშის გამო ვერ ახერხებენ მწვერვალების დაპყრობას?
ალბათ ასეც არის...
წარმოიდგინეთ თითოეულ ჩვენგანს რამხელა ტკივილს აყენებს შვილის ცუდი საქციელი. ჩვენ ხომ ვაიძულებთ ბავშვს ისწავლოს... ვეუბნებით, რომ ეს მომავლისთვის ჭირდება. მისი მომავლისთვის აქ, დედამიწაზე...
ღმერთი გვაიძულებს ვისწავლოთ, რადგან ესეც ჩვენი მომავლისთვის არის საჭირო, ოღონდ მომავლისთვის არა აქ...
გვასწავლის იმისათვის, რომ ვიგემოთ უკვდავება.
გვასწავლის იმისათვის, რომ შეძლოს იამაყოს ჩვენით და ამაყად თქვას, ეს ჩემი შვილია...
ნუთუ ეს არ გვინდა? ნუთუ ამას გავცვლით მხოლოდ ამქვეყნიურ სიამოვნებებში? და ეს ხომ მხოლოდ წამიერია... და ეს წამი უსასრულობის მხოლოდ ერთი წამია... იცხოვრე ყოველი წამით და იგემე უკვდავება, ადამიანო!.. 

დრუნჩინი Drunchini



P.S.  ამ ბლოგით და კეთილი სურვილებით ერთი კვირით დაგემშვიდობებით! smilie


Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

nat-k-nat (44)
თუ არ იბრძოლებ,ოცნებას წააგებ,
მორევში ჩაეშვები,ვეღარ გაცოცხლდები,
სიყვარულს დაღვრი და ცნობადში დარჩები,
მიიღე გამოწვევა, ეს ხდება მხოლოდ შენთვის...


სიცოცხლე ბრძოლაა, სასტიკი ბრძოლა.....
#5, 11.08.2012 - 17:53
elize (29)
იქნებ ღმერთს უფრო ტკივა,როცა მისი შვილები შიშის გამო ვერ ახერხებენ მწვერვალების დაპყრობას?
ალბათ ასეც არის
#4, 04.08.2012 - 10:06
გვასწავლის იმისათვის, რომ ვიგემოთ უკვდავება.
#3, 03.08.2012 - 20:34
იცხოვრე ყოველი წამით და იგემე უკვდავება, ადამიანო!..
drois mshvidad gatarebas gisurveb chemo ketilo megobaro! *GIVE_HEART*
#2, 02.08.2012 - 11:20
eka------- (39)
shexvedramde chemo mshveniero lel!!!
#1, 02.08.2012 - 11:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.