Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

გუშინდელივით

ისევ ის გრძნობა - რაც მქონდა წინათ
(გუშინდელივით), ანუ დღეს ვკვდები,
როგორც შეაკვდა ნიადაგს წვიმა
და ამოზიდა სველი ვერხვები.

და ნაზი ქროლვა შრიალს ანახლებს ,
- ”ვერხვის ფოთოლთა" შორეულ ზღაპარს:
ჩემი სიზმრების ღია სამარხებს,
სიკვდილი (ერთად) ძილის წინ გვნახავს.

და მეც საწილო პატივს მომაგებს, -
ჩემს მიმართ, მგონი იქნება უხვი.
ჩემი თვალების ღრმა სარკოფაგებს,
სიკვდილისწინა ეტყობათ მწუხრი.

შრიალს რომ ვუსმენ ”ვერხვის ფოთოლთა”,
მუდამ იტაცებს ფიქრების ლაშქარს.
თითქოს გამევლოს უკვე გოლგოთა
და მეშინია: არავინ გამთქვას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

kessaria (37)
ra zalian kargad wert....ისევ ის გრძნობა - რაც მქონდა წინათ
(გუშინდელივით), ანუ დღეს ვკვდები,
როგორც შეაკვდა ნიადაგს წვიმა
და ამოზიდა სველი ვერხვები.
#3, 16.08.2012 - 16:14
მადლობელი ვარ!
გაიხარეთ!
16.08.2012 - 16:37
sg kargia
#2, 03.08.2012 - 10:46
madloba, gaixare!
03.08.2012 - 17:41
narkOtikaa (25)
vaimeeee
#1, 03.08.2012 - 03:39
03.08.2012 - 03:41
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.