Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mari1978 blog

ქართველი ვარ

სიოდ რომ ქრის ჩვენთან მთაში, ვერც ვარსკვლავებს შევწვდი ხელით, როგორც ჩვენთან სოფლის ცაში. ვერც ის მრავალჟამიერი, ქართველებს რომ გვაქცევს ერთად, ისე როგორც სამშობლოში, ვერ ვიგრძენი ეს მე ვერსად!!! ჩემს წინაპარს ჩემთვის მიწა, სისხლით დაუბარებია, სიშორეში უფრო მივხვდი, თურმე როგორ მყვარებია, მიჭირს სხვის მიწაზე ყოფნა, სხვა ენაზე ლექსის სმენა, მე ფრთებს მიშლის ჩემი ტკბილი, საყვარელი დედა ენა!!! ასეთია ჩემი გრძნობა, ასეთია ჩემი ფიქრი, ჩემი გული და გონება, მუდამ სამშობლოში მიქრის. სხვის ქვეყანას თუკი ვსტუმრობ, არ გეგონოთ დამრჩენი ვარ, აქ ვფასდები მხოლოდ იმით, თუ როგორი ქართველი ვარ! ლექსს კი კითხვით დავამთავრებ, გულს რომელი არ ეთმობა, სამშობლოში ცხოვრება თუ? სამშობლოსთვის ქართველობა?

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.