Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ბოლო საჩუქარი.



წაიღე ჩემგან
ჩრდილოეთის ჩუმი ქარები,
როგორც ნაკურთხი ავგაროზი
შავი გიშერის.
აქ რუხი ცაა,
მონატრების მძიმე ლოცვებით...
წაიღე
ჩემგან ჩრდილოეთის ცივი ქარები.

ფარშევანგებით მოხატული
ცისარტყელები,
დაფლეთილი და აწყობილი
გულში მარაოდ,
შემოჭდობილი მარწუხივით
წელზე სარტყელი-
შენს მკლავებისგან შერჩენილი
ამაოება.

წაიღე,
სიმწრით გამოზრდილი მარგალიტები,
სულ მარცვალ-მარცვალ აკინძული
ნერვის სირმებზე,
დაწყვეტილი და
მილიონჯერ გადაკვანძული...
წაიღე,
ხსოვნის დაბზარული მარგალიტები.

გიტოვებ
სუნთქვით გაჯერებულ ზამთრის სიკერპეს,
ჩემს თვალებიდან
სიბნელეში გადმოღვრილს ვნებით,
რომ სულ თან გდევდეს ბოლო კვნესა-
საწოლის პირზე,
ცხელ თითებს შუა ჩამოშლილი
თმის შადრევნების.

jaden



Tags:

 
Interesting
positive votes: 20  |  negative votes: 0

Write comment:

bubuca (28)
გიტოვებ
სუნთქვით გაჯერებულ ზამთრის სიკერპეს,
ჩემს თვალებიდან
სიბნელეში გადმოღვრილს ვნებით,
რომ სულ თან გდევდეს ბოლო კვნესა-
საწოლის პირზე,
ცხელ თითებს შუა ჩამოშლილი
თმის შადრევნების.
ამ ლექსს ადამიანი რომ ჩაუღრმავდეს..........
რეალურია და ყველა თავის თავს ამოიცნობს....
ასე ვფიქრობ
#3, 11.08.2012 - 14:58
*HI* *GIVE_HEART*
11.08.2012 - 15:40
წაიღე,
ხსოვნის დაბზარული მარგალიტები.
#2, 03.08.2012 - 21:22
სულ მარცვალ-მარცვალ აკინძული
ნერვის სირმებზე,
დაწყვეტილი და
მილიონჯერ გადაკვანძული...
04.08.2012 - 00:14
makson (25)
გიტოვებ
სუნთქვით გაჯერებულ ზამთრის სიკერპეს,
ჩემს თვალებიდან
სიბნელეში გადმოღვრილს ვნებით,
რომ სულ თან გდევდეს ბოლო კვნესა-
საწოლის პირზე,
ცხელ თითებს შუა ჩამოშლილი
თმის შადრევნების.
#1, 03.08.2012 - 13:38
*ROSE* *HEART*
03.08.2012 - 13:39
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.