Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mari1978 blog

ცრემლს ვერ ვაჩერებ...

ცრემლს ვერ ვაჩერებ... დაგტირი, როგორც ახალგაზრდა ქვრივი დასტირის ქმრის უსულო ცხედარს... მეტირები... დამიღამდი და გამოიუცხოვდი... გამიუდაბურე ეს სულის სამოთხე და შტორმად დაატყდი ჩემს დაფლეთილ გულს... რისთვის, რატომ, ნუთუ რამე ბრალი მომიძღვის შენს წინაშე... სიყვარული დანაშაულია? მე ხომ მხოლოდ ის გითხარი რომ მიყვარხარ და მჭირდები, ამ სიტყვამ ასე რატომ შეგცვალა... ვიცოდი რომ სიყვარული კარგს არაფერს არ მომიტანდა... რა ვნახე მისგან? არაფერი გარდა ცრემლისა და ტკივილისა... ვნახე დაცემა და განადგრება, გვერდით კი არავინ მყავდა რომ წამოვეყენებინე და ვენუგეშებინე... ვნახე გულის ტკენა უდიდეს... გრძნობათა დაცინვა და მასხრად აგდება... ვნახე გოდება, ტანჯვა, წამება და უშენობა... ნუთუ არაა საკმარისი, ნუთუ არ შეუძლია ბუნების ძალას შემიწყალოს სულ ცოტათი მაინც, ნუთუ არ შემიძლია დავტოვო ეს ქვეყანა და წავიდე იქ, ცის იქით... როგორ მინდა გადავცურო ცრემლების ოკეანე და გრძნობათა უდაბნო გადავიარო ჩოქვით... მინდა დაგივიწყო და არ მახსოვდე... მინდა ვერ გიტანდე და მეზიზღებოდე, მძულდე... მინდა თვალებში ჩაგხედო და ისე გითხრა ეს ყველაფერი... ვერასდროს ვერ გამიგებ... ვერ გამიგებ სანამ იმის ნახევარსაც არ გამოსცდი რაც მე გადამატანინე... მერე დამაფასებ და მოვა დრო, გეფიცები მოვა დრო გამიხსენებ და მინატრებ... მაპატიე რომ სიყვარულში გამოგიტყდი და ჩემი გრძნობა გულში ვეღარ დავატიე... ბოდიში რომ მიყვარხარ, უანგაროდ, ყველაფრის გარეშე... მაპატიე რომ არ შემიძლია მოგცე სიყვარულის გარდა სხვა რამ ფასეული, მე ხომ ერთი უბრალო მათხოვარი ვარ, სული ქუდივით გამიწვდია და სითბოს ვმატხოვრობ... მე მაპატიე თუ ოდესმე ვინმემ რამე გაწყენინა და ჩემზე იყარე ჯავრი ყველას მაგივრად...მე ვარ ყველაფრის თავი და ბოლო და გპირდები, გეფცები მალე დავმთავრდები, მალე დაგასვენებ ჩემი უბადრუკი არარაობისგან... ბოდიში სიყვარულისთვის და იმ წმინდა გრძნობისთვის რომელიც თურმე არ გინდოდა.. ვხვდები, ზედმეტი ვარ შენს ცხოვრებაში და ამიტომ გტოვებ... სამუდამოდ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

vano13 (35)
ki tan jalian mwared ise rom sikvarulis da am cxovrebis rwmena damekarga
#4, 04.08.2012 - 10:30
zalian cudi,magram cxovreba grzeldeba imedis tvalit unda shexedot momavals,ubralod meti gza araa adamiani yvelafers egueba
04.08.2012 - 10:48
vano13 (35)
jalian gulnatkeni adamianis dawerilia. bevri ram momxvda gulze
#3, 03.08.2012 - 15:15
ki zalian,tqvenc msgavsi xom ar gadagxdeniat rame?
04.08.2012 - 00:45
mari1978 (38)
ვხვდები, ზედმეტი ვარ შენს ცხოვრებაში და ამიტომ გტოვებ... სამუდამოდ... aset shemtxvevashi unda waxvide meti gza araa albat
#2, 03.08.2012 - 14:36
mari1978 (38)
gmerto chemo ra sityvebia ra tkivilia
#1, 03.08.2012 - 14:35
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.