Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Gaano blog

– ერთი, ორი, სამი....

 ატირდა.. არ დამამთავრებინა და გაიქცა. საღამომდე ვხეტიალობდი ქუჩაში, არ ვიცოდი რა მექნა.. სახლში ავედი.. დედა ისევს სამზარეულოში იყო, მამა და დათო ფეხბურთს უყურებდნენ. ოთახში შევედი, არაფრის თავი აღარ მქონდა და ლოგინზე წამოვწექი. ვფიქრობდი და ამ ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე დათოს შემოსვლა.. - რა ქენი დღეს? - არაფერი - ნინიმ რაო? - არაა შენი საქმე!! ძალიან უხეშად გამომივიდა.. ალბათ ეწყინა, ადგა და გავიდა ოთახიდან. არ ვიცი რა მჭირდა ის დღეები.. ძალიან აგრესიული ვიყავი. ერთ დღეს მოვედი ისევ დაგრუზული. სახლში შევედი თუ არა ნინი დავინახე. მოვიდა, მომეცა შანსი მეთქვა ყველაფერი, მაგრამ არ მაცალა. ჩამეხუტა და დაბადების დღე მომილოცა. სულ გადამავიწდა, მეგონა არავის არ ახსოვდა. შემდებ ოთახიდან დანარჩენები გამოცვიდნენ... სიგიჟემდე ვიყავი ბედნიერი... ნინი ყველასაგან გამოირჩეოდა. ჩემთან მოვიდა და აივანზე გავედით. - იცი რაა? არ მიყვარხარ, არ შემიძლია მოგატყუო, იმ დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე და მხოლოდ მეგობრობა შემიძლია შემოგთავაზო.. ხმას ვერ ვიღებდი.. უნდა დავგრუზულიყავი, მაგრამ სულ არაფერს - მეგობრობა სჯობს. ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი... ეს ბედნიერება გამყვა, მაგრამ ყველაფერი წარმავალია. ხუთშაბათს ნინი ვნახე, ძალიან გამიხარდა.. - როგორა ხარ? მომენატრე.. - კარგად შენ? - მეც მიყვარხარ.. მის თვალებში რაღაც უცნაური დავინახე, არ შემიძლია ამის აღწერა.. ცრემლები წამოუვიდა.. - მე მინდოდა.. ატირდა და ჩამეხუტა.. - არ შემიძლია, არა!!! დამივიწყე... ისევ გამექცა.. რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე? ვისთან მივიდე? ამ ფიქრებისაგან გამწარებული დათოსტან აღმოვჩნდი.. ყველაფერი მოვუყევი.. ლამის ვტიროდი და ჩემდა გასაკვირად დათო პირველად ჩამეხუტა, მამშვიდებდა.. გავიდა დრო.. დამთავრდა ზაფხულის არდადეგები – დაიწყო სწავლა. თითქოს დავივიწყე, მაგრამ არა!!! არ მაცალა დათომ. - ხელიდან არ გაუშვა! - უკვე წავიდა.. - არა.. არა.. არ გესმის, მერე რა რომ არ უყვარხარ? ამიტო უნდა დაკარგო? იმეგობრე და ყველაფერი თავისთავად მოვა.. - მაგრამ... - გაჩუმდი და ის გააკეთე რასაც გეტყვი..!!! მართლაც ისე ვიქცეოდი როგორც დათო მეუბნებოდა. შევურიგდი, ვმეგობრობდით, უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. დათოც ძალიან დაუახლოვდა.. თიტქმის და-ძმასავით იყვნენ... ბედნიერი ვიყავი.. ყველაფერი დათოს წყალობით.. სიცოცხლე მაჩუქა!!! ნინიმ დამირეკა.. საღამო იყო.. არა ველოდი.. ხვალ უნდა შემხვდეო.. შევხვდი.. და დათოს ნაჩუქარი სიცოცხლე წამართვა... - მგონი დათო შემიყვარდა.. მოვკვდი.. არ ვიცოდი რა მექნა.. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და ვუთხარი დათოსაცთქო.. არ ვიცი რა დამემართა.. სახლში წამოვედი.. დათო შინ არ დამხვდა.. - დათო სად არის? - ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა.. სტადიონზე მარტო იდგა და ბურთს უყურებდა.. დამაინტერესა რას გააკეთებდა, ჩამოვჯექი იქვე, სტადიონთან ახლოს. ცოტა ხანი კიდევ უყურა და შემდეგ დაიწყო თამაში. მარტო თამაშობდა, მაგრამ ისეთ საოცარ მოძრაობებს აკეთებდა, თვალებს არ ვუჯერებდი.. - დათო!!! - რა იყო? - არ გინდა მეთამაშო? - მოდი.. რას ელოდები? დავიწყეთ თამაში.. დავივიწყეთ ყველაფერი სტადიონს იქით.. ულამაზესად ვთამაშობდით.. მოვიგე.. მაგრამ მე მხოლოდ ბრძოლა მოვიგე, ხოლო ომი წავაგე.. - დათო ნინი გიყვარს? - კი ძალიან.. მინდა ნინისაც შეუყვარდე.. - ნინი გიყვარსთქო? მეგობრულად არ გეუბნები!!! - საიდან მოიტანე? - გიყვარს? - გიჟი ხარ!!! სახლში წამოვიდა.. მისმა სიტყვებმა ამატირა.. არ ვიცი რატო, მაგრამ სიხარულისგან ვტიროდი... მეორე დღეს ნინი და დათო შევახვედრე.. გავარკვიე ყველაფერი.. - გიჟი ვარ დავით!!! ეხლა კი თქვენ იცით.. წამოვედი.. ნეტა სწორედ მოვიქეცი? რა თქმა უნდა ბედნიერი ვიყავი.. დათო ფეხბურთს თამაშობდა.. თექვსმეტის იყო როცა დინამოში ჩაირიცხა.. თვრამეტის გახდა თუ არა ნაკრებში მიიწვიეს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

gmadlob: )
#2, 04.08.2012 - 00:05
tvali12 (26)
momwons
#1, 03.08.2012 - 19:26
 

User
offline Gaano
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.