Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

ნეტავ აქ მყავდე, ეგ თვალები ამომეკოცნა...

მწერ და
მიწოდებ გადარეულს,
ცუდს და საზიზღარს...
როგორ მაბრაზებ...
როცა გნახავ,
იცი რას გიზავ?...

სულაც არაფერს,
მაგ სულელ და
ტიკტიკა ენას
იმდენს ვაკოცებ,
დავავავიწყებ
ჩხუბსა და წყენას...

და თუ გავგიჟდი,
ისე მაგრად
შემოგხვევ ხელებს,
გაიბუტო და...
სხვაგან წასვლაც
არ გსურდეს მერე...

ჰმ... როგორ მინდა
მოგეფერო,
გკოცნო და გკოცნო...
რა მენაღვლება
თუ ბრაზდები
ახლა და
მორცხვობ...

კიდევ რა მინდაა? -
ვეჭორავოთ
ამაღამ ქუჩებს,
იცი, რა დღეში
ჩავაგდებდი
საძაგელ ტუჩებს?...

ვეღარ ვისვენებ
საზიზღარო,
შორსა ხარ, როცა...
ნეტავ აქ მყავდე,
ეგ თვალები
ამომეკოცნა...

/დათო ახლოური/

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.