Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

წარმავალია მაინც ყოველი,

წარმავალია მაინც ყოველი,
ბოლოს სიკვდილმა უნდა დამამხოს...
მაგრამ სიკვდილს კი არ ვნაღვლობ ახლა,
მინდა, რომ შენი ცრემლით დამმარხონ.

მიმაცილებდეს ჩემს ბოლო გზაზე
შენი ლამაზი სევდა და დარდი
და ჩემი ხსოვნის წმინდა სანთლები
შენს ათრთოლებულ ხელებში დადნეს...

თქვან, შეგიბრალონ, - საწყალი გოგო,
საწყალი ბიჭის საწყალი ცოლი,
გაქრა ამათი ბედნიერება
,,როგორც მაისში მოსული თოვლი."

თქვან, შეგიბრალონ ჩემო ფერია
და თუნდ სიკვდილმა ხვალვე დამამხოს.
ოღონდ შენ იყავ ბოლომდე ჩემთან,
ოღონდ მე შენი ცრემლით დამმარხონ.
დათო ახლოური

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.