Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

მე ჯერაც არ მყვარებია არავინ

მე ჯერაც არ მყვარებია არავინ
ისე, როგორც შენ მიყვარხარ ახლა.
ჩემს ფიქრებთან გაგიშლია კარავი,
მოგწყინდება ერთხელაც და... წახვალ.
თუმც არ ვიცი, წასვლას როგორ ავიტან
ან იმედებს როგორ დავთმობ ხვალის...
იქნებ სჯობდეს, რომ მომენდო თავიდან,
როცა შენში გაიღვიძებს ქალი.
ამღვრეული ძუ ავაზის წადილით
თუკი ისევ მინებდები ვნებას,-
წავიდეთ და ვინახულოთ შატილი,
იქ მივენდოთ თეთრი ღამის ნებას.
თმენის სურვილს ჭიუხებში გავექცეთ,
დავივიწყოთ სამანიც და ზღვარიც.
მთვარის მკერდზე გადალეწილ სარეცელს
მოვუხადოთ მოსახდელი ვალი.
ღამის ჩრდილი წავაფაროთ თმა-გიშერს,
სანამ მთვარე მკერდზე დაშლილს ნახავს...

მერე ალბათ, მეც აღარსად გაგიშვებ,
მერე ალბათ, შენც აღარსად წახვალ.
დათო ახლოური

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.