Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

არ ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე,

არ ვარ მე შენზე ნაწყენი, ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს,
არ ვიცი ახლა რა მიშველის, არ ვიცი რა გიყო,
სჯობია შევრიგდეთ, კამათი – არავინ გაგვიგოს,
თუმცა კი არ არის საშველი, ვერ გამოვსწორდები,
როცა კი ღვთის ნებით
ახლოს ვართ, მე მაშინ გშორდები.
და მგონი ასეთად დავრჩები სამარის მიწამდე,
რა მოხდა, ასეთი მიმიღე, ასეთი მიწამე.
არ ვარ შენდამი გულგრილი, ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს, ეჭვებმა მომწამლეს.
ხომ იცი არ მსურდა გვეჩხუბა, ეს ერთიც შემინდე,
თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ, ოღონდ დღეს შევრიგდეთ.
დათო ახლოური

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.