Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1974mari blog

გული მოგენდობა...თვალები ამბობენ...

ჩუმი გამოხედვა თავსაც მოგანატრებს...
შენი ნაზი სულის თეთრი გვირილებიც...
თუკი გამაოცე- სულის კარიბჭემდეც
ფრთხილად მიმიყვანე...ჩუმი ღიმილებით...
გული მოგენდობა...თვალები ამბობენ...
-და ნუ უღალატებ...და ნურც აღელდები...
სუნთქვას გავუფრთხილდეთ...
-გრძნობებს მიტევების...
თუკი იოცნებებ...-ცაშიც აფრინდები...
და თუ მოგენატროს ჩუმი გაღიმება...
გულში დაფარული სევდა და ფიქრები...
მაშინ მომიგონე-ღმერთის შესადარო...
თუკი აირჩიე სწორი ბილიკები...
თუკი შეგიძლია ჩუმი განშორება-
ალბათ მონატრება სულს არ დაგამშვიდებს!
და თუ დაიფიცებ, მაშინ უსათუოდ
ახლოს გამოვჩნდები და ბნელს გაგარიდებ!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.