Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
GeoScouser blog

ანეკდოტები

კაცი დილით იღვიძებს... თავი გასიებული აქვს – წინა ღამეს ბევრის დალევა მოუვიდა და აღარაფერი ახსოვს... წამოჯდა საწოლზე‚ ჩუსტები‚ ხალათი მომზადებულია‚ „ტუმბოჩკაზე” თავის ტკივილის წამალი და წყალია, სკამზე – ტანსაცმელია გატკიცინებული. ცოლი სამზარეულოში ტრიალებს. საუზმე მაგიდაზეა‚ ყავაც...
– რა ხდებოდა აქ? – შეაჩერა სკოლაში წასასვლელად კართან მისული შვილი.
– ო‚ წუხელ ისეთი „ბუხოი“ მოხვედი‚ ფეხზე ძლივს იდექი‚ ბუინობდი‚ ყველაფერი დალეწე...
– ეგ მეც მახსოვს... ბუნდოვნად... ახლა რა ხდება? – და მომზადებულ ტანსაცმელსა და გაწყობილ სუფრაზე მიუთითა.
– აჰ‚ ეგ? დედას უნდოდა, საწოლში დაწოლილიყავი და, შარვალს რომ გხდიდა‚ შენ ხელი ჰკარი და ყვირილი დაუწყე: – თავი დამანებე‚ ქალო‚ ცოლიანი ვარ‚ ცოლიანიო...

***
ტიპმა ინტერნეტით მანქანა შეარჩია‚ პატრონს შეუთანხმა და კახეთში ჩავიდა. რომ ნახა‚ არ მოეწონა.
– ფოტოზე გაცილებით კარგი იყო...
– ხედამ‚ რა ფოტოგენურია?! – არ დაიბნა კახელი.

***
სანდრომ ქართულში ცუდი ქულა მიიღო, თანაც, მასწავლებელმა მშობლის მოყვანა დაავალა:
– თქვენმა შვილმა სიტყვა-სიტყვით გადაიწერა თათასგან. აი‚ ნახეთ: როდის დაიბადა ილია ჭავჭავაძე? – 1837 წელს...
– როგორ‚ არ შეიძლება‚ რომ ჩემს შვილსაც სცოდნოდა?
– აი‚ კიდევ‚ ნახეთ... ვინ დაწერა „განდეგილი“? – აკაკი წერეთელმა...
– არ შეიძლება‚ ორივეს ერთნაირად შეშლოდა?
– შეიძლება‚ მაგრამ‚ აი, ნახეთ...
– კითხვაზე: „რა თემას მიუძღვნა ილიამ „ოთარაანთ ქვრივი“? – თათას პასუხია – არ ვიცი; სანდროს – მეც არ ვიცი...

***
– ყველაზე მდიდრები‚ წესით‚ რაჭველები უნდა იყვნენ‚ მაგრამ, იმდენად მცირე ხელფასებია‚ რომ დახარჯვას ისინიც კი ასწრებენ.

***
გოგონა გამოცდას აბარებს.
– იცით რა‚ ქალიშვილო‚ თქვენ მე დემო-ვერსიას მაგონებთ.
– ისეთივე ლამაზი და ნათელი ვარ?
– არა‚ ისეთივე შეზღუდული შესაძლებლობების.

***
ის ხმამაღლა‚ დიდხანს და გრძლად ილანძღებოდა სამასოიანი სიტყვით.


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

tamuna097 (15)
meore momewona yvelaze metad
#2, 07.08.2012 - 12:15
kasatka (34)
colze didi araferi,magram sasiamovno iyo
#1, 07.08.2012 - 07:42
 

User
offline
offline GeoScouser (20)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2013 Face.ge - all rights reserved.
saitebi.ge