Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

მწვანე მონასტერი

რამდენიმე დღეა,რაც თბილისში დავბრუნდი.ჩემი ხანმოკლე შვებულება ბორჯომში გავატარე.ლამაზი მთები,გრილი ჰაერი და ბორჯომის სამკურნალო წყალი,რომელიც ექიმის დანიშნულების მიხედვით ყოველ დილით უზმოზე უნდა დამელია თავისებურ განწყობას ქმნიდა.

წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად გამიმართლა და ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი.იდეალური პირობები და თბილი გარემო.გულთბილი მასპინძლები და სამსახურის საქმეებთან ერთიკვირიანი დამშვოდობება მაფიქრებინებდა,რომ ნამდვილად გამიმართლა..დღის ორ საათამდე მეძინა. არც კომპიუტერი ,არც ტელევიზორი,არც ჩემს ბლოგებზე ფიქრებით ვიტკიებდი თავს და ყველაფერი იდეალურად იყო.საღამოობით ნამდვილად მამა -პაპურად ვახშმობდით და მიხაროდა რომ ქვეყნად ისევ არსებობდნენ გულთბილი ადამიანები.

ერთ საღამოს კი მასპინძლებმა ისეთ ლამაზ ადგილას წამიყვანეს,რომ როდესაც იქაურობა ვიხილე,მივხვდი, ჩემს უდარდელ შვებულებას ბოლო მოეღო.იმდენი ემოცია,განცდა და შთაბეჭდილებები დამიგროვდა,რომ უბრალოდ უფლება არ მქონდა უდარდელად მეგრძნო თავი.მახსოვს დედა მაფრთხილებდა,რომ არ შეიძლებოდა ნანახის ასე საოცრად გულთან მიტანა,რომ ყველაფერი ადვილად უნდა აღმექვა,მაგრამ მე ეს არ შემეძლო,არ შემეძლო,რადგან,როდესაც ღვთის
სახლს ვსტუმრობ ,ვგრძნობ როგორი განსაკუთრებული ხდება ადამიანი.

მანქანა საოცარ სიმწვანეში მიჰქროდა.სახლებს,ადამაინებს ბალახისფერი დაჰკრავდათ.ადრე აქ სამანქანო გზა არ ყოფილა,მხოლოდ პატარა ბილიკით მიდიოდნენ მომლოცველები ტაძრამდე. "მწვანე მონასტერი" დაუარსებიათ წმინდა გრიგოლ ხანცთელის მოწაფეების,წმინდა თეოდორესა და წმინდა ქრისტეფორეს IX-X საუკუნეებში.სახელწოდება მწვანე მონასტერი დაერქვა ხალხის მიერ მონასტრის ადგილმდებარეობის ბუნებრივი სიმწვანის გამო.მონასტრის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს სისხლიანი ქვები.ეს წიმნდა ქვები შაჰ-თამაზის შემოსევების დროს წამებული წმინდა მამაბეის მოწამეობრივი სისხლით არის შეღებილი და ღვთის განგებით დღემდე უხრწნელად არის შემორჩენილი.

მამათა მონასტრის კელიების წინ ვდგავარ მოკრძალებით.ყოველთვის მომწონდა მამების ცხოვრება,რატომაღაც ვთვლიდი,რომ მხოლოდ ასეთი განმარტოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტოება ღმერთთან.საოცარი განცდა დამეუფლა.იმაზე დავიწყე ფიქრი,რომ ვინ იცის იქნებ სამოთხე დედამიწაზეა და ჩვენ უბრალოდ ამის შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს .ეს წმინდა ბერები კი უფლის ანგელოზები არიან.ჩვენ კი ,უბრალო ერის ადამიანები, ზოგჯერ ისევ ღვთის განგებით დროებით მოვხვდებით ხოლმე ასეთ სამოთხეში და მერე, დარჩენილი ცხოვრების დღეებს, იმ ბენდიერი წუთების გახსენებაში ვატარებთ,რომელიც მონასტერში ყოფნის დროს განვიცადეთ. ვინ იცის იქნებ ჩვენ იმდენ ხანს გვტოვებენ სამოთხეში,რამდენსაც დაიტევს ჩვენი ცოდვილი სული და მერე მთელი ცხოვრება ისევ ასეთი ადგილებისკენ ვისწრაფვით..იქნებ სწორდე ამიტომ არის,რომ როცა დროს "მხიარულად "ვატარებთ, ადამიანებთან ერთად,თითქოს მაინც რაღაც გვაკლია,რაღაც უხილავი,რის არსებობასაც ვერ ვამტკიცებთ,მაგრამ ვგრძნობთ,ვგრძნობთ ისე,როგორც მზის სხვების შეხებას მხრებზე.

ტაძარი მოვილოცეთ.დავანთეთ სანთლები.ვნახეთ მოწამეობრივად დაღუპული მამების სისხლით შეღებილი ქვები.ძალიან მინდოდა ერთი,ორი ან თუნდაც რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი ამ საოცარ ადგილას,მაგრამ ვიცოდი, ჩვენ ყველას, სამოთხეში ყოფნის, ჩვენ-ჩვენი დრო გვაქვს მოცემული,რომ მერე ერთ დროს (მართალია ახლა ამის ნაკლებად გვჯერა) ჩვენს კუთვნილ ზეციურ სამოთხეში აუცილებლად დავბრუნდეთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 12  |  negative votes: 0

Write comment:

როცა დროს "მხიარულად "ვატარებთ, ადამიანებთან ერთად,თითქოს მაინც რაღაც გვაკლია,რაღაც უხილავი,რის არსებობასაც ვერ ვამტკიცებთ,მაგრამ ვგრძნობთ,ვგრძნობთ ისე,როგორც მზის სხვების შეხებას მხრებზე. mec var mwvane monastershi namyofi,saocari simamaze da simshvidea mogikitxe dadunaa
#2, 11.08.2012 - 07:33
madlobaa genacvaleee...mec mogikitxe da gakocee
12.08.2012 - 12:58
ვინ იცის იქნებ ჩვენ იმდენ ხანს გვტოვებენ სამოთხეში,რამდენსაც დაიტევს ჩვენი ცოდვილი სული და მერე მთელი ცხოვრება ისევ ასეთი ადგილებისკენ ვისწრაფვით..იქნებ სწორდე ამიტომ არის,რომ როცა დროს "მხიარულად "ვატარებთ, ადამიანებთან ერთად,თითქოს მაინც რაღაც გვაკლია,რაღაც უხილავი,რის არსებობასაც ვერ ვამტკიცებთ,მაგრამ ვგრძნობთ,ვგრძნობთ ისე,როგორც მზის სხვების შეხებას მხრებზე.
...ra simshvidea...
momewona!!!
*GIVE_HEART*
#1, 10.08.2012 - 21:50
 

© 2014 Face.ge - all rights reserved.