created: Thursday, 16. August 2012 Time 03:27.
changed: Thursday, 16. August 2012 Time 04:11.
მოვედი ისევ, - ისევ აქა ხარ...მოვედი შენთან, მოვედი ისევ.
თითქოს გარშემო ყველა გადახმა,
მხოლდ შენა ხარ, ვინც ისევ მისმენს.
მხოლოდ შენ ხარ ის... ის ოაზისი,
რომელსაც ვგულობ, შორ გზით დაღლილი,
შენ ხომ მუდამ გაქვს შვების სასმისი:
ნუგეშით, გულით, შვებით ავსილი.
წყურვილს მოვიკლავ და წავალ ისევ,
- ვით უღრან ტყეში - უძღები შვილი,
სადაც ვერავინ მხედავს და მისმენს,
სადაც ყველა გზა შორიდან გივლის
და გზაც თითქოსდა სისხლმდინარეა,
რომელიც მალავს უსაზღვრო ტკივილს,
- უკვე რამდენი - ბევრი რამეა,
რაც ამ ლექსშიც რომ არაფრით ითქმის...
მხოლოდ შენა ხარ ახალი ბურჯი
და მძიმე ჯვარის ხელის მომკიდე.
მოვედი შენთან - ასეთი მუნჯი
და ვცლი - ღრუბელი, შენთან ოთხ კიდეს.
მე კიდევ მინდა ბევრი რამის თქმა,
რომელიც ლექსად არაფრით ითქმის.
ის, თუ რამდენი ღამე გამიტყდა
და რამდენ ღამეს გაგიტყდი თითქმის,
მაგრამ არა ღირს ხარჯვა ამ ლექსის,
- იმად, რაც თქმულა სტრიქონებს შორის
და შენთან მოსვლაც მხოლოდ შენ გესმის:
შენთან დაცლილი ღრუბლის სისოვლის.